„ჩვენი პირველი შეხვედრის სცენა ფილმის სიუჟეტს ჰგავდა“ - კვირის პალიტრა

„ჩვენი პირველი შეხვედრის სცენა ფილმის სიუჟეტს ჰგავდა“

- ამ თამაშისთვის დუდა და ნაკრების­ სრული შემადგე­ნლობა საგულდაგულოდ ემზადებოდნენ. შეხვედრას მეტ ემოციურო­ბას­ სძენდა ის ფაქტი, რომ ფინალი საქარ­თვ­ელოში ტარდებოდა. რა თქმა უნდა, ბიჭებთან ერთად ოჯახის წევრებიც­ დაძა­ბუ­ლები ვიყავით, მაგრამ მღელვარებას სდევდა იმედი, რომ აუცილებლად მოიგებ­დნენ. სხვათა შორის, ამ თამაშს ჩვენი 2 წლის გიორგიც ესწრებოდა, მეორედ იყო უკვე საგულშემატკივროდ და ორივე თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. გიორგი ფეხბედნიერი ბიჭი აღმოჩნდა, ორივე თამა­შზე­ დუდას ფორმა ეცვა, ეს ფორმა კარგად­ გვაქვს დაცდილი.­ ეს შეხვედრა ჩვენი ოჯახისთვის კიდევ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ დუდას ძმა ნაკრებში პირველად გამოიძახეს, სანდროს დებიუტი­ შედგა. მალე ალბათ მათ მესამე ძმაც შეუერთდება­ - ახლა ნიკუშა ესპანეთშია, მადრიდში თამაშობს. ყველა კალათბურთელის ოცნება და მიზანია ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს.

- შეხვედრის ბედი დუდას ორქულიანმა­ გადაწყვიტა...

- დიახ, ასეთი მატჩები მიყვარს, მეტი აზარტი ახლავს... შეხვედრის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ კამარ ბოლდუინი ვერ ითამაშებდა. ეს გუნდისთვის დიდი დანაკლისი იყო, მაგრამ რომ გავიგე, ვთქვი,­ არაუშავს, დანიას სრულად ქართული შემადგენლობით მაინც მოუგებენ-მეთქი და მართლაც ასე მოხდა. თითოეულმა კალათბურთელმა ამ თამაშში სული და გული ჩადო. ევროპაში­ საქართველოს ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალაა,­ მაღალი თამასა აქვს.

467780387-1126445999485659-5501497270135260009-n-1741530106.jpg

- ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ როგორია დუდას სამზადისი?

- ნაკრების მწვრთნელი დიდ მნიშვ­ნელობას ანიჭებს მოთამაშეების ფსიქო­ლო­გიურ მზაობას. დუდა თამაშის დღეს სასტუმროშია, არ ვაწუხებთ, არც ვურეკავთ, რომ მთლიანად თამაშზე იყოს კონცენტრირებული - უნდა დაიძინოს, დაისვენოს, თავის თავზე ფსიქოლოგიურად იმუშაოს.

- დუდა რა პიროვნული თვისებებით გამოირჩევა?

- იმდენად კარგია, ხანდახან არც მინდა ხოლმე მასზე ვილაპარაკო. დუდას მსგავსი ადამიანები იშვიათია, ძალიან გამიმართლა­, რომ ის ჩემ გვერდითაა. სამართლიანია, თბილი, მზრუნველი, კარგი იუმორი აქვს. ჩვენს შორის სრული ურთიერთგაგებაა. ჩემთვის დუდა იდეალურია, ისევე როგორც მისი სამეგობრისთვის.

37245012-174331256770634-7548594765785202688-n-1741530105.jpg

- დუდასთან პირველ შეხვედრას როგორ გაიხსენებთ?

- ჩვენი პირველი შეხვედრის სცენა ფილმის სიუჟეტს ჰგავდა. მაშინ სპორტის სამინისტროში ვმუშაობდი. დუდა ამერიკიდან ახალი ჩამოსული იყო და სამინისტროს გვერდით, აკადემიის დარბაზში ვარჯიშობდა. იმ დღეს ვარჯიშიდან ბიჭებთან ერთად გამოვიდა. მე შესვენებაზე ვიყავი გასული და სამსახურში ვბრუნდებოდი. ხელში პარკი მეჭირა. დუდა და მისი გუნდელი ვაჟიკო მეტრეველი მანქანაში ისხდნენ. რომ მივუახლოვდი, ზუსტად მანქანის წინ პარკი­ გამიწყდა და რაც შიგნით ელაგა, დაიყარა. დუდას მეგობარმა დამიძახა, გოგონა, პარკი გაგიწყდათო, ამ დროს ამოიხედა დუდამ... ავკრიფე ჩემი ნივთები და გზა გავაგრძელე­. მისი გუნდელი­ შორიდან მიცნობდა, უთხრა ვინც ვიყავი და ამის შემდეგ სოციალურ ქსელში მეგობრობის თხოვნა გამომიგზავნა. ფოტოები დავათვალიერე და მომეწონა, ვიფიქრე, ასეთი წარმატებული ბიჭია, თავში არ აუვარდეს-მეთქი და მალე მაინც არ დავიმატე (იცინის). რაღაც პერიოდის შემდეგ სამსახურიდან კალათბურთის­ თამაშზე მომიწია წასვლამ. დუდა მოედანზე კიდევ უფრო მომეწონა, მის ვიზუალს კალათბურთელის ხიბლიც დაემატა, მაგრამ რას ვიზამდი? გარკვეული დროის შემდეგ კიდევ გამოჩნდა და ურთიერთობაც ავაწყვეთ. იმ პერიოდში საზღვარგარეთ იყო და 6 თვე დისტანციურად გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ერთმანეთს სწრაფად გავუგეთ...

თბილისში რომ დაბრუნდა და ერთმანეთს შევხვდით, მაშინ მითხრა, რომ ვუყვარდი, მაგრამ ამას მანამდეც ორივე ვხვდებოდით, ხელი კი თავის დაბადების­ დღეზე მთხოვა. მიყვარს, როდესაც ამ დღეს აღვნიშნავთ, თუმცა ზოგჯერ თავად­ ეზარება­ და ვაიძულებ. მაშინ დიდი დაბ­ადების­ დღე გადაიხადა, თურმე ჩემთვის ხელის თხოვნა ჰქონდა ჩაფიქრებული.­ ეს ამბავი ჩემმა დამ და ერთმა მეგობარმა იცოდა.­ სუფრა ღია ცის ქვეშ იყო, სასწაული საღამო გამოვიდა, ლამაზი, ემოცური, რომანტიკული, მთელი ცხოვრება გვემახსოვრება...

გიორგი ახლახან 2 წლის გახდა, ეს ბავშვი ჩემი და დუდას საოცარი მიქსია. თავად აქტიური, ენერგიული ვიყავი, დუდა - ჩემზე მეტად, ცოტათი მავნეც ყოფილა და ეს ყველაფერი ამ ბავშვშია თავმოყრილი. გარეგნობით უფრო დუდას ჰგავს, თუმცა მეც მამსგავსებენ. გიორგი ასაკთან შედარებით ზედმეტად გონიერია, ყველაფერს ლაპარაკობს. მისი ნათლიები თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე და ვიქტორ სანიკიძე არიან - ამ ადამიანებზე გიჟდება, ეკრანზეც ცნობს და ემოციას თავისებურად გამოხატავს. დუდა გიორგის დაბადებას ვერ დაესწრო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა. გიორგი 2 დღით ადრე დაიბადა, ის 2 დღე რომ არ ეჩქარა,­ დუდა უკვე საქართველოში იქნებოდა.

- როგორი იყო დუდას შეხვედრა მისი ცხოვრების მთავარ ადამიანთან?

- აეროპორტიდან პირდაპირ სამშობია­როში მოვიდა. დაბადების მომენტს ხომ უდიდესი სიხარული ახლავს, მაგრამ ეს შეხვედრაც არანაკლებ ემოციური იყო. დუდა სამაგალითო მამაა. ბავშვები ძალიან უყვარს. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ბავშვებს გამორჩეულად იზიდავენ, დუდა ზუსტად ასეთია, მასთან ყველა ბავშვი კარგად ერთობა. ვიცოდი, რომ კარგი მამა იქნებოდა, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა. მით უმეტეს, ბიჭის და მამის ურთიერთობა სხვაგვარად მნიშვნელოვანია.

471986482-1664797834390628-8660503935685515277-n-1741530106.jpg

- საზღვარგარეთ ოჯახი დუდასთან ერთად ხართ?

- კი, მაგრამ ახლა მეორე შვილს ველოდებით და... მშობიარობა გაზაფხულის ბოლოს მიწევს.

- გაგვიმხელთ, ვის ელოდებით?

- გოგოს.

- გილოცავთ! თქვენს ცხოვრებაში ხშირია სასიამოვნო მოულოდნელობები?

- დუდას უყვარს სიურპრიზები, მრავალფეროვნება. ჩვენი ურთიერთობა მოსაწყენი ვერ იქნება, რადგან ამ მრავალფეროვნებით და მოულოდნელობებით ვაფერადებთ ჩვენს სიყვარულს. მახსოვს, შეყვარებულები რომ ვიყავით, ვიცოდი კონკრეტული რიცხვი, როცა დუდა საქართველოში ჩამოდიოდა, მაგრამ ერთ დღეს სამსახურიდან გამოვედი და დავინახე, მანქანასთან დგას, ისეთი შოკი მივიღე, მეგონა­ მეჩვენებოდა. ასეთი რამ მერეც რამდენჯერმე გააკეთა...

- შეუძლებელია გახდე წარმატებული დიდი შრომის, სიძნელეების, დაბრკოლებების გადალახვის გარეშე, რა ეხმარება დუდას რთული პერიოდების დაძლევაში?

- უფლის რწმენა და იმედი, ამის გარეშე არაფერი სამყაროში არ არსებობს. ფსიქოლოგიურად თუ არ ხარ მზად, წარმატებული ვერ იქნები. ბევრი წინააღმდეგობა, სტრესი, ტრავმა გხვდება. დუდამ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშისას ისეთი ტრავმა მიიღო, მთელი სეზონი გაუცდა. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის თანადგომა. დუდა თბილ, მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდა. 3 ძმა არიან, ბებიის და ბაბუის გემოც რომ იციან... ვცდილობთ თავადაც ასეთი ოჯახი გვქონდეს. ქალს მამაკაცის ცხოვრებაში უდიდესი როლი აქვს, მხოლოდ მზრუნველობას და მოვლას არ ვგულისხმობ, პირველ რიგში, მისი ფსიქოლოგიც უნდა იყო - დამშვიდება, აზრების გაცვლა, რჩევა... ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ნაკრების ბიჭებს, ვინც დაოჯახებულია, ყველას სამაგალითო მეუღლეები ჰყავთ. დანიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ერთად ვიყავით და მწვრთნელმა კალათბურთელების მეუღლეებს ყველას მადლობა გადაგვიხადა.

- დუდასთვის განტვირთვის საუკეთესო­ საშუალება რა არის?

- ყველაზე მეტად შინ, ოჯახის წევრებთან ყოფნა უყვარს, მეგობრების წრეში გართობაზეც არ ამბობს უარს. კარგი იუმორი აქვს, მასთან ყოფნა ყველას უყვარს.

- პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს, ამას რამდენად ელოდებოდნენ?

- სასიამოვნოა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან დაფასებას გრძნობ. მით უმეტეს როცა ნაკრებში წლები გაქვს გატარებული და დიდი წვლილი გაქვს შეტანილი ამ სპორტის განვითარებაში. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კალათბურთელებისთვის, ახალგაზრდებისთვისაც. მხოლოდ სპორტს შეუძლია საერთო ეროვნული სიხარული მოიტანოს და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. ამ დროს არც პოლიტიკა გახსოვს და არც არანაირი დაპირისპირება.

თამუნა კვინიკაძე

TOP.GE