“საშინელი მსხვრევის ხმა იყო... სამზარეულოში მოხვდა ტყვია, ჩვენ მისაღებში ვიყავით“ - ბელიაშვილზე, ბინაში ტყვია შევარდა: რას ჰყვება დაზარალებული?
ბელიაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, რესტორნიდან გასროლილი ტყვია მოპირდაპირედ მდებარე კორპუსში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევარდა.
გადაცემა კვირის ფორმულა იმ სახლში მცხოვრები მოქალაქე ჩაერთო, რომელშიც ტყვიამ ფანჯარა ჩაამსხვრია. ქალმა აღნიშნა, რომ ხუთჯერ გაისროლეს.
მისივე თქმით, ადგილზე მისულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
"დაახლოებით ერთი საათის წინ გავიგეთ ხუთჯერ გასროლის ხმა. ჩვენ ვცხოვრობთ ბელიაშვილზე, ვცხოვრობთ მე-16 სართულზე. სამზარეულოში მოხვდა ტყვია და ჩვენ მისაღებში ვიყავით. თავიდან ფეიერვერკის ხმა გვეგონა, მაგრამ მეხუთე გასროლის ხმა არ იყო, საშინელი მსხვრევის ხმა იყო"- აღნიშნა მან. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო