“სა­ში­ნე­ლი მსხვრე­ვის ხმა იყო... სამზარეულოში მოხვდა ტყვია, ჩვენ მისაღებში ვიყავით“ - ბელიაშვილზე, ბინაში ტყვია შევარდა: რას ჰყვება დაზარალებული? - კვირის პალიტრა

“სა­ში­ნე­ლი მსხვრე­ვის ხმა იყო... სამზარეულოში მოხვდა ტყვია, ჩვენ მისაღებში ვიყავით“ - ბელიაშვილზე, ბინაში ტყვია შევარდა: რას ჰყვება დაზარალებული?

ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, რეს­ტორ­ნი­დან გას­რო­ლი­ლი ტყვია მო­პირ­და­პი­რედ მდე­ბა­რე კორ­პუს­ში, რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში შე­ვარ­და.

გა­და­ცე­მა კვი­რის ფორ­მუ­ლა იმ სახ­ლში მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე ჩა­ერ­თო, რო­მელ­შიც ტყვი­ამ ფან­ჯა­რა ჩა­ამ­სხვრია. ქალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ხუთ­ჯერ გა­ის­რო­ლეს.

მი­სი­ვე თქმით, ად­გილ­ზე მი­სუ­ლია პო­ლი­ცია და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ატა­რებს.

"და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის წინ გა­ვი­გეთ ხუთ­ჯერ გას­რო­ლის ხმა. ჩვენ ვცხოვ­რობთ ბე­ლი­აშ­ვილ­ზე, ვცხოვ­რობთ მე-16 სარ­თულ­ზე. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მოხ­ვდა ტყვია და ჩვენ მი­სა­ღებ­ში ვი­ყა­ვით. თა­ვი­დან ფე­ი­ერ­ვერ­კის ხმა გვე­გო­ნა, მაგ­რამ მე­ხუ­თე გას­რო­ლის ხმა არ იყო, სა­ში­ნე­ლი მსხვრე­ვის ხმა იყო"- აღ­ნიშ­ნა მან. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო