გორში 80 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული მოკლულის შვილიშვილია. მომხდართან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებით ინფორმაციას არკვევს. "ინტერპრესნიუსი"