არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი დააკავეს - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი დააკავეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სამართალდამცველებმა თაბუკაშვილისა და ჭანტურიას კვეთაზე ორი პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც საპროტესტო აქცია იწყებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ქალი და მამაკაცი.

“ინტერპრესნიუსი” მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არკვევს.

"ინტერპრესნიუსი"