ალა პუ­გა­ჩო­ვა კი­დევ ერთ, ახალ და ამ­ჯე­რად იმა­ზე უფრო სე­რი­ო­ზულ სკან­დალ­ში ეხ­ვე­ვა, ვიდ­რე ოდეს­მე. პრი­მა­დო­ნას რუ­სეთ­ში, ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას და პუ­ტი­ნის კრი­ტი­კას აქამ­დე ვერ ჰბა­ტო­ნო­ბენ. რუ­სულ მე­დი­ა­ში თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ამ­ბე­ბი ალა ბო­რი­სოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ცხა­დია, ეს ამ­ბე­ბი ყო­ველ­თვის უარ­ყო­ფით კონ­ტექსტს ატა­რებს. რუ­სულ­მა მე­დი­ამ ბოლო სამ წე­ლი­წად­ში უამ­რავ­ჯერ "და­ა­შო­რა" ქმარს, მაქ­სიმ გალ­კინს, აღ­მო­უ­ჩი­ნა არა­ერ­თი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა, ამ­ჯე­რად კი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის პრო­ექ­ტის (ФПБК) ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ტა­ლი ბო­რო­დი­ნი ამ­ბობს, რომ პრი­მა­დო­ნა მას­ზე თავ­დას­ხმას გეგ­მავ­და.ბო­რო­დინ­მა გე­ნე­რალ-მა­ი­ორ ან­დრეი სტრი­ჟოვს სპე­ცი­ა­ლურ მოხ­სე­ნე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­და, რომ მისი სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია. ბო­რო­დი­ნის თქმით, მის წი­ნა­აღ­მდეგ თავ­დას­ხმა მზად­დე­ბა, რომ­ლის დამ­კვე­თიც შე­საძ­ლოა, ალა ბო­რი­სოვ­ნა პუ­გა­ჩო­ვა იყოს. მომ­ღერ­ლის მო­ტი­ვე­ბი ФПБК-ის საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რად­გან უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ბო­რო­დინ­მა არა­ერ­თხელ მო­ი­თხო­ვა პრი­მა­დო­ნის­თვის წო­დე­ბე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა, ასე­ვე მისი უცხო­ე­თის აგენ­ტად გა­მო­ცხა­დე­ბა და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა. ბო­რო­დი­ნის აზ­რით, ამის შემ­დეგ პუ­გა­ჩო­ვამ მისი მოკ­ვლა გა­და­წყვი­ტა. ვი­ტა­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­სულ წელს მას არა­ერ­თხელ და­ე­მუქრნენ, ახლა კი მუ­ქა­რამ მის ახ­ლობ­ლე­ბამ­დეც მი­აღ­წია, რის შემ­დე­გაც პო­ლი­ცი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა. წაიკითხეთ ვრცლად