ალა პუგაჩოვა კიდევ ერთ, ახალ და ამჯერად იმაზე უფრო სერიოზულ სკანდალში ეხვევა, ვიდრე ოდესმე - ვინ არის ვიტალი ბოროდინი?
ალა პუგაჩოვა კიდევ ერთ, ახალ და ამჯერად იმაზე უფრო სერიოზულ სკანდალში ეხვევა, ვიდრე ოდესმე. პრიმადონას რუსეთში, ქვეყნის დატოვებას და პუტინის კრიტიკას აქამდე ვერ ჰბატონობენ. რუსულ მედიაში თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ამბები ალა ბორისოვნასთან დაკავშირებით.
ცხადია, ეს ამბები ყოველთვის უარყოფით კონტექსტს ატარებს. რუსულმა მედიამ ბოლო სამ წელიწადში უამრავჯერ "დააშორა" ქმარს, მაქსიმ გალკინს, აღმოუჩინა არაერთი მძიმე დაავადება, ამჯერად კი მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის პროექტის (ФПБК) ხელმძღვანელი ვიტალი ბოროდინი ამბობს, რომ პრიმადონა მასზე თავდასხმას გეგმავდა.ბოროდინმა გენერალ-მაიორ ანდრეი სტრიჟოვს სპეციალურ მოხსენებაში განუცხადა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
ბოროდინის თქმით, მის წინააღმდეგ თავდასხმა მზადდება, რომლის დამკვეთიც შესაძლოა, ალა ბორისოვნა პუგაჩოვა იყოს. მომღერლის მოტივები ФПБК-ის საქმიანობას უკავშირდება, რადგან უწყების ხელმძღვანელმა, ბოროდინმა არაერთხელ მოითხოვა პრიმადონისთვის წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა, ასევე მისი უცხოეთის აგენტად გამოცხადება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
ბოროდინის აზრით, ამის შემდეგ პუგაჩოვამ მისი მოკვლა გადაწყვიტა. ვიტალის განცხადებით, გასულ წელს მას არაერთხელ დაემუქრნენ, ახლა კი მუქარამ მის ახლობლებამდეც მიაღწია, რის შემდეგაც პოლიციას ოფიციალური განცხადებით მიმართა. წაიკითხეთ ვრცლად