როგორ ულოცავს შორენა ბეგაშვილი 66 წლის იუბილეს საყვარელ მამაკაცს? - შავი ტორტი, შავი ბუშტები და სიყვარულის ახსნა (ფოტოები)
მამუკა ურუშაძე იუბილარია. ბიზნესმენს, რომელიც საზოგადოებამ, როგორც შორენა ბეგაშვილის საყვარელი მამაკაცი ისე გაიცნო, 66 წელი შეუსრულდა. "დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო“, - წერს ბეგაშვილი და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს.
მართალია, ბეგაშვილი საყვარელ მამაკაცს აღარ მალავს, მაგრამ მამუკა ურუშაძის ფოტოების გამოქვეყნებას მაინც ერიდება. კადრებში მამაკაცს სახე ან ნახევრად უჩანს ან სათვალით არის გადაღებული.
დაბადების დღის მისალოც პოსტში, კომენტარს წერს ბიზნესმენის შვილი მარი ურუშაძეც. "გილოცავთ“ - წერს გოგონა, როგორც ჩანს, ბეგაშვილს, ურუშაძის შვილთან კარგი ურთიერთობა აქვს.
მამუკა ურუშაძეს ორი ქალიშვილი ჰყავს, მარიამ და ანი ურუშაძეები.
შორენამ წუხელ საყვარელ მამაკაცს, დაბადების დღის დადგომა შავი ტორტით მიულოცა.