"უკრაინაში იმდენი იარაღი შეიტანეს, რომ მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც კი მრავალი თვის განმავლობაში ეყოფათ" - კვირის პალიტრა

"უკრაინაში იმდენი იარაღი შეიტანეს, რომ მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც კი მრავალი თვის განმავლობაში ეყოფათ"

უკრაინაში იმდენი იარაღი შეიტანეს, რომ მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც კი მრავალი თვის განმავლობაში ეყოფათ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„იმდენი იარაღი შეიტანეს, რომ მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც კი, უკრაინელებს ექნებათ საბრძოლველად საკმარისი მრავალი თვის განმავლობაში, თუ არ მოიპარეს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისივე მტკიცებით, თუ ამერიკელი ბიზნესმენი და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Starlink-ის საკომუნიკაციო სისტემას გაუთიშავს, „კიევის ბოევიკები“ ალტერნატივას დაუყოვნებლივ მიიღებენ.