"ერთ დღეში: მოწამლეს, ჯარიმა გამოუწერეს, დაპატიმრებით დაემუქრნენ... გაიღვიძეს და ნაწილმა შეიტყო, რომ სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს. არ შეგეშინდეთ, ბავშვებო" - კვირის პალიტრა

"ერთ დღეში: მოწამლეს, ჯარიმა გამოუწერეს, დაპატიმრებით დაემუქრნენ... გაიღვიძეს და ნაწილმა შეიტყო, რომ სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს. არ შეგეშინდეთ, ბავშვებო"

გუ­შინ, თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს მსა­ხი­ო­ბი ნატა მურ­ვა­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და სტუ­დენ­ტებს ამ­ხნე­ვებს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 9 მარტს, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სტუ­დენ­ტებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი სივ­რცის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოს­თხო­ვა - ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ახალ­გაზ­რდებს შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ შე­ნო­ბა­ში დე­ზინ­ფექ­ცია იყო ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. 10 მარტს კი სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წილ­მა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან სტა­ტუ­სის შე­წყვე­ტა­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა მე­ი­ლით მი­ი­ღო. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეთი­კის საბ­ჭომ მი­ი­ღო.

"გუ­შინ, თე­ატ­რა­ლუ­რის სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ თა­ვი­სი თა­ნა­ტო­ლე­ბის პა­ტიმ­რო­ბას, რომ­ლე­ბიც სხვა­ნა­ი­რე­ბი რომ იყ­ვნენ, წე­სით პე­და­გო­გე­ბი უნდა ას­წავ­ლიდ­ნენ სო­ლი­და­რო­ბას ან ამაგ­რებ­დნენ მათ პო­ზი­ცი­ას, სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც 85 დღე, ყინ­ვა­ში, რად­გან გათ­ბო­ბა გა­მო­ურ­თეს, მშივ­რე­ბი, რად­გან ზოგ შემ­თხვე­ვა­ში მათ­თვის საკ­ვე­ბის მი­წო­დე­ბა იყო პრობ­ლე­მა, სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი სფე­როს მო­მა­ვალს წარ­მო­ად­გე­ნენ და სულ რომ რა­ი­მე ეშ­ლე­ბო­დეთ, უფ­რო­სის თა­ნად­გო­მას იმ­სა­ხუ­რე­ბენ, დი­ლას სა­დე­ზინ­ფექ­ციო სამ­სა­ხუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის სუნ­ში გა­ეღ­ვი­ძათ. ისი­ნი არა­ერ­თგზის გა­აფრ­თხი­ლეს, ტყუ­ილს ვერ ვი­ტყვი, მაგ­რამ არ ტო­ვებ­დნენ ტე­რი­ტო­რი­ას ზუს­ტად იმი­ტომ, რომ ამ მოვ­ლე­ნას წინ სწო­რედ ის მოვ­ლე­ნე­ბი უძღო­და და იცოდ­ნენ, რომ უკან აღარ შე­უშ­ვებ­დნენ. რომ მო­უ­წევ­დათ შე­გუ­ე­ბა უსა­მარ­თლო­ბას­თან!

ბავ­შვებს გა­ეღ­ვი­ძათ სა­წამ­ლა­ვის სუნ­ში! და­ხუ­რულ სივ­რცე­ში!!! მათ მო­ექ­ცნენ, რო­გორც პა­რა­ზი­ტებს!!! ჩვენს შვი­ლებს და­ხუ­რულ სივ­რცე­ში წამ­ლავ­დნენ! ამას ეს ჰქვია და სხვა არა­ფე­რი! ბავ­შვებს “გა­ზის კა­მე­რა­ში” წამ­ლავ­დნენ!

დი­ლი­დან გან­გა­ში ატყდა, მი­ვე­დით, მი­ვა­წო­დეთ წყა­ლი და რძე, სპონ­ტა­ნუ­რად, როცა არ ფიქ­რობ რას აკე­თებ! მხო­ლოდ მერე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე: უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თუნ­დაც ჩემი “ურჩი” შვი­ლის და მის­ნა­ი­რი “ურჩი“ შვი­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც სან­დო და სა­ი­მე­დო ხელ­ში უნდა იყ­ვნენ წე­სით, რად­გან სულ ვფიქ­რობ­დი, რომ ამ ქვე­ყა­ნას მა­შინ ეშ­ვე­ლე­ბა, როცა ოჯახს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ექ­ნე­ბა ქცე­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის­თვის, როცა ბავ­შვი ბაღ­ში, სკო­ლა­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნდა შედ­გეს პი­როვ­ნე­ბად, სა­დაც მგო­ნია, რომ ჩემი და ჩემი მე­გობ­რე­ბის­ნა­ი­რე­ბი ას­წავ­ლი­ან, რად­გან ერთი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გვაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ნაც­ვლად იმი­სა, რომ მშვი­დად გვე­ძი­ნოს, დი­ლას რძით ვა­მა­რა­გებთ, რომ არ მო­ი­წამ­ლონ!

ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა ვერ მო­ვას­წა­რით, რომ პო­ლი­ცი­ის პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი შედ­გა, გაფრ­თხი­ლე­ბით, რომ მე­ო­რედ თუ გა­მო­ი­ძა­ხე­ბენ, და­ჯა­რიმ­დე­ბოდ­ნენ. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი არ იყო გა­სუ­ლი, რომ გა­მო­ი­ძა­ხეს!

და­ა­ჯა­რი­მეს. წა­ვიდ­ნენ. გვე­გო­ნა ამით დამ­თავ­რდე­ბო­და. გვე­გო­ნა ეს საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და ერთი დღის­თვის, ერთი დი­ლის­თვის. წა­მო­ვე­დი, 4-ზე ახა­ლი თე­ატ­რის “მა­ნი­ფესტს” მინ­დო­და გავ­ყო­ლო­დი გორ­ში, მხარ­და­სა­ჭე­რად, მან­ქა­ნით ჩა­ვუ­ა­რე თე­ატ­რა­ლურს და ისევ პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა იდგა. ჩემ შვილს და­ვუ­რე­კე, არც იცოდ­ნენ, რომ მე­სა­მედ “მი­ა­კი­თხეს”.

არა­ფე­რი­აო და­მამ­შვი­და და ის ის იყო ახალ თე­ატრთან მი­ვე­დი, რომ შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ მე­სა­მე ვი­ზი­ტი ტე­რი­ტო­რი­ის არ და­ტო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პა­ტიმ­რო­ბით დას­რულ­დე­ბაო!

ერთ დღე­ში: მო­წამ­ლეს, ჯა­რი­მა გა­მო­უ­წე­რეს და და­პა­ტიმ­რე­ბით და­ე­მუქრნენ! სა­ნამ მო­ვაღ­წიე თე­ატ­რა­ლურ­თან და სა­ნამ დავ­ბრუნ­დით, ახა­ლი თე­ატ­რის მთე­ლი დასი იქ დამ­ხვდა. სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბიც. მათი მო­მა­ვა­ლი კო­ლე­გე­ბი. ვიტ­რი­ნა­ში შე­ვი­ხე­დე და აც­რემ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი და­ვი­ნა­ხე. გო­გო­ე­ბი ღიად ტი­როდ­ნენ, ბი­ჭე­ბი კი სა­ხეს მა­ლავ­დნენ. ეს სუ­რა­თი არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა და არა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ, არა­სო­დეს! არა­სო­დეს! ვინც არ უნდა იყ­ვნენ ეს ბავ­შვე­ბი! რო­გო­რე­ბიც არ უნდა იყ­ვნენ, სულ რომ არ ვიც­ნობ­დე! სულ რომ შე­ხე­ბა არ მქონ­დეს! მა­ინც არ და ვერ ვა­პა­ტი­ებ ამის ჩამ­დენს!

რა გა­რან­ტია ჰქონ­დათ, რომ ერთი მა­ინც არ იქ­ნე­ბო­და ბო­ლომ­დე “ურჩი”? - მგო­ნი პი­რი­ქით, ამას ელოდ­ნენ კი­დევ! ერ­თის შემ­თხვე­ვა­ში ათი­ვე დარ­ჩე­ბო­და და ათი პა­ტი­მა­რი ეყო­ლე­ბო­და თე­ატ­რა­ლურს. პლუს ათი!

ეს დაშ­ლი­ლი და და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი სას­წრა­ფოდ გა­და­ვი­ნა­წი­ლეთ მან­ქა­ნებ­ში და გორ­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ, სპონ­ტა­ნუ­რად, რომ მათ­თვის ბუ­ნებ­რი­ვი სივ­რცე, სცე­ნა დაგ­ვეთ­მო, რომ მათი მა­ნი­ფეს­ტი გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო! რომ მო­მა­ვა­ლი და­ე­ნა­ხათ და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეგ­რძნოთ, რომ ფაქ­ტე­ბის პი­რის­პირ არ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ.

სა­ღა­მოს უმე­ტე­სო­ბას თავი ას­ტკივ­და და გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა ჰქონ­და! მო­ი­წამლნენ. მსუ­ბუ­ქად, მაგ­რამ მო­ი­წამლნენ! გუ­შინ­დე­ლი დღე რო­გორც იქნა დამ­თავ­რდა! რო­გორც იქნა და­ი­ძი­ნეს თა­ვის ლო­გი­ნებ­ში. და­უ­მარ­ცხებ­ლებ­მა.

და­ი­ძი­ნეს იმ გან­წყო­ბით, რომ ხვალ ან­დროს და ბი­ჭებს და­უ­ჭე­რენ მხარს უკვე სა­სა­მარ­თლოს ეზო­დან.

გა­იღ­ვი­ძეს და ნა­წილ­მა მე­ი­ლის სა­ხით შე­ი­ტყო, რომ სტუ­დენ­ტუ­რი სტა­ტუ­სი შე­უ­ჩე­რეს.

ნეტა სი­ა­მოვ­ნე­ბას გრძნობ­დნენ ამ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის დროს?არ შე­გე­შინ­დეთ, ბავ­შვე­ბო. დიპ­ლო­მი მა­ჩუ­ქეს 10 წლის მერე. მარ­თლა მა­ჩუ­ქეს, სიმ­ბო­ლუ­რად, რად­გან უკვე “სტა­ჟი­ა­ნი” მსა­ხი­ო­ბი ვი­ყა­ვი. არ მქონ­და დიპ­ლო­მი, ასე­ვე ურ­ჩო­ბის გამო, ჩემი პრო­ფე­სო­რის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საქ­ცი­ე­ლის გამო.

არ შე­გე­შინ­დეთ! ვმუ­შა­ობ­დი თე­ატ­რში, მი­ღებ­დნენ კი­ნო­შიც. თქვენ მთა­ვა­რი რამ გაქვთ, ყვე­ლა­ზე დიდი გან­ძიც და ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო პრო­ფე­სი­აც!

თქვენ ატა­რებთ ადა­მი­ა­ნის წო­დე­ბას, თქვენ ხართ ადა­მი­ა­ნე­ბი! თქვენ გა­გა­ტა­რეს ცე­ცხლში და არ და­იღ­ვა­რეთ, გა­მო­იწ­რთეთ და ახა­ლი ფორ­მა მი­ი­ღეთ!

“ადა­მი­ა­ნი არის ძა­ლის­ხმე­ვა იყოს ადა­მი­ა­ნი.” მა­მარ­დაშ­ვი­ლის ეს ერთი წი­ნა­და­დე­ბა იტევს სამ­ყა­როს, ევო­ლუ­ცი­ის ფორ­მუ­ლას, ადა­მი­ანს და მის სვლას მთა­ვა­რი მიზ­ნის­კენ: იყოს ადა­მი­ა­ნი!

გი­ლო­ცავთ! თქვენ გა­ი­მარ­ჯვეთ!!!" - წერს ნატა მურ­ვა­ნი­ძე.