სკანდალი უკრაინელი სპორტსმენის გარშემო, რომელთანაც ლევან როსტოშვილს ვაჟი ჰყავს - რა არის ცნობილი წყვილზე?
ლევან როსტოშვილი წლების წინ, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში გამოჩნდა. ახალგაზრდა შოუს მუსიკალურად აფორმებდა და გადაცემის განმავლობაში ხმას არ იღებდა. ყოფილი წყალბურთელი პოპულარული სასიძო გახლდათ, მასზე ხშირად ვრცელდებოდა ჭორები, სადაც ცნობილ გოგონებთან აწყვილებდნენ. 2013 წელს როსტო ნანუკას შოუდან გაქრა.
სკანდალური დაბრუნება
2016 წელს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
მაშინ ლევან როსტოშვილს 8 წელი მიესაჯა, ლაშა კურტანიძეს 5 წელი.
2016 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. 2019 წელს კი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, ლევან როსტოშვილმა საპატიმრო დატოვა. პატიმრობის შემდეგ, როსტო საჯაროდ აღარ გამოჩენილა. სოციალურ ქსელშიც იშვიათად აქვეყნებს პოსტებს.
პირადი ცხოვრების სკანდალური დეტალები
2011 წელს, ლევან როსტოშვილი პოპულარობის პიკში იყო, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელ ოლიმპიურ ჩემპიონ იანა კლოჩკოვასთან ვაჟი – საშა შეეძინა.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ცურვაში, უკრაინის რეგიონულმა დეპუტატმა, უკრაინაში "ოქროს თევზად" წოდებულმა იანა კლოჩკოვამ ვაჟი გააჩინა. თუმცა ქორწილი არ შედგა.
"რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ის არასერიოზული ადამიანია, პასუხისმგებლობის გრძნობის გარეშე... ლევანმა არ ისურვა, ჩემი და ჩემი შვილის გამო ცხოვრების წესი შეეცვალა, ფეხი დაჰკრა და საქართველოში გაიქცა. მგონია, რომ ეს არაკაცურია. როდესაც მისი საქციელი გავაანალიზე, გადავწყვიტე, წერტილი დამესვა ჩვენი ურთიერთობებისთვის", - ამბობდა იანა უკრაინულ მედიასთან.
როსტოშვილით აღფრთოვანებული არც იანას მამა, ალექსანდრე კლოჩკოვი ყოფილა: "ის მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური სუბსტანციაა, ჩემი შვილის გამნაყოფიერებელი. ათასობით ადამიანია, რომელიც ასე იქცევა, ღამით გაანაყოფიერებს და დილას გარბის. რა სიყვარულზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? ერთი თვეც არ უცხოვრიათ ერთად. ჩემს შვილიშვილს გვარიც ჩვენი ექნება - კლოჩკოვი! ის კაცი არანაირად არ მჭირდება. არც ჩემს ქალიშვილს სჭირდება. ის ალფონსია", - ამბობდა იანას მამა. წაიკითხეთ ვრცლად