როგორი იქნება ახალი პირადობის მოწმობის დიზაინი? - რა წერია სამინისტროს გადაწყვეტილებაში? - კვირის პალიტრა

როგორი იქნება ახალი პირადობის მოწმობის დიზაინი? - რა წერია სამინისტროს გადაწყვეტილებაში?

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შე­იც­ვლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის, ასე­ვე დრო­ე­ბი­თი და მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის, დრო­ე­ბი­თი სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბის ვი­ზუ­ა­ლი. ამის შე­სა­ხებ მი­ნის­ტრის 10 მარ­ტის ბრძა­ნე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ეს ბრძა­ნე­ბა ამოქ­მედ­დე­ბა 2025 წლის 4 ივ­ნი­სი­დან. რაც შე­ე­ხე­ბა ზე­მო­თჩა­მოთ­ვლილ ძველ მოწ­მო­ბებს ანუ ახა­ლი ბრძა­ნე­ბის ამოქ­მე­დე­ბამ­დე გა­ცე­მულ შე­სა­ბა­მი­სი მოწ­მო­ბებს, ისი­ნი მოქ­მე­დებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დით.ამას­თან, ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, მოწ­მო­ბა­ზე და­ი­ტა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბი სრუ­ლი სა­ხით, ერთ ფერ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა.

piradobsmowmobisaxalidizani-1741713311.jpg

"მოწ­მო­ბის ფო­ნუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ნა­ბეჭ­დი ელე­მენ­ტე­ბი ისე უნდა იყოს გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რომ რთუ­ლი იყოს ფო­ნუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის დაშ­ლა (მა­გა­ლი­თად, ობი­ექ­ტის და­ნა­წევ­რე­ბა პა­ტა­რა კომ­პო­ნენ­ტე­ბად) გა­ყალ­ბე­ბის მიზ­ნით და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი ად­ვი­ლად აღ­მო­სა­ჩე­ნი იყოს.

axalipiradobismowmoba-1741713392.png

მოწ­მო­ბა უნდა შე­ი­ცავ­დეს: სა­ხელს; გვარს; სქესს; მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას; და­ბა­დე­ბის თა­რიღს; და­ბა­დე­ბის ად­გილს; პი­რად ნო­მერს; ფო­ტო­სუ­რათს; პი­რა­დი ხელ­მო­წე­რის ნი­მუშს; მოწ­მო­ბის გამ­ცე­მი ორ­გა­ნოს და­სა­ხე­ლე­ბას; წაიკითხეთ ვრცლად