"თავის ქალა გამისინჯეს და რაღაც დარღვეულია, წამლები არ მშველის" - რას ამბობს ლეო ანთაძე გაფიცული სტუდენტების მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

"თავის ქალა გამისინჯეს და რაღაც დარღვეულია, წამლები არ მშველის" - რას ამბობს ლეო ანთაძე გაფიცული სტუდენტების მდგომარეობაზე?

გა­ფი­ცუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ცი­ამ ისი­ნი 5000-5000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, მათ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბით და­ე­მუქრნენ, რის გა­მოც სტუ­დენ­ტებ­მა შე­ნო­ბა და­ტო­ვეს. გა­ფი­ცუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი 80 დღე­ზე მეტი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფო­ი­ე­ში ათევ­დნენ ღა­მეს. 9 მარტს სა­ღა­მოს კი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მათ მოს­თხო­ვა და­კა­ვე­ბუ­ლი სივ­რცე გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ, რად­გან შე­ნო­ბა­ში დე­ზინ­ფექ­ცია უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო.

"ჩვენ დავ­ტო­ვეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თუმ­ცა გა­რეთ უფრო ძლი­ე­რე­ბი ვართ, ვაგ­რძე­ლებთ პრო­ტესტს, გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებთ" – ასე ამ­ბო­ბენ თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღეს, რომ სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი შე­უ­წყდათ.მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბაც:

"ეთი­კის კო­მი­სი­ის მიერ 7 მარტს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ჭი­როდ ვთვლით გან­ვმარ­ტოთ: რექ­ტო­რის მიერ ბრძა­ნე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის სტა­ტუ­სის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ ჯერ არ არის გა­მო­ცე­მუ­ლი. სტუ­დენ­ტებს აქვთ უფ­ლე­ბა, გა­ა­სა­ჩივ­რონ ეთი­კის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თონ რექ­ტორს, სამი სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. რექ­ტორს აქვს ერთი თვის ვადა თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტის საქ­მის გან­სა­ხილ­ვე­ლად და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად".

ამ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ ცნო­ბილ მსა­ხი­ობს ლეო ან­თა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით..

- ეს არის ძა­ლი­ან დიდი უსა­მარ­თლო­ბა, მეტი რომ არ შე­იძ­ლე­ბა! სად აქვს სტუ­დენტს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა ხუ­თი­ა­თასე­ბი იხა­დოს და მერე რა ხდე­ბა, უნდა და­ა­პა­ტიმ­რონ? ზო­გი­ერ­თი რე­გი­ო­ნი­დან არის, ბი­ნის ქი­რა­საც კი ვე­ღარ იხ­დის... სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ ასე­თი მო­პყრო­ბა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, მსოფ­ლი­ოს არ ახ­სოვს ასე­თი რამ, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. წაიკითხეთ ვრცლად