58 წლის სუ­ლე­ი­მან ქე­რი­მო­ვი - ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნია. წარ­მო­შო­ბით და­ღეს­ტნე­ლი ქე­რი­მო­ვი 2024 წელს ჟურ­ნალ­მა Forbes-მა მისი ქო­ნე­ბა 10,7 მი­ლი­არდ დო­ლა­რად შე­ა­ფა­სა და რუ­სე­თის უმ­სხვი­ლე­სი მი­ლი­არ­დე­რე­ბის სი­ა­ში მე-12 ად­გილ­ზე გა­იყ­ვა­ნა. ამ­ჟა­მად, და­ღეს­ტან­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "იმა­ნი“, რო­მელ­საც ქე­რი­მო­ვის მე­უღ­ლე მარ­თავს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მის­და­მი კე­თი­ჰან­წყო­ბილ­ნი არი­ან სწო­რედ მისი საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის გამო. ბოლო თვე­ებ­ში მი­ლი­არ­დე­რი ქე­მი­რო­ვი, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში რამ­ზან კა­დი­როვ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გამო მო­ექ­ცა. ამ­ჟა­მად მას, კა­დი­რო­ვის "ნო­მერ პირ­ველ მტერ­საც" კი უწო­დე­ბენ. კა­დი­როვ­მა რუს სე­ნა­ტორ­სა და ბიზ­ნეს­მენს მტრო­ბა გა­მო­უ­ცხა­და - რა კავ­ში­რი აქვს ამას რუ­სე­თის უმ­დიდ­რე­სი ქა­ლის ოფის­ში მომ­ხდარ სრო­ლას­თან?თუმ­ცა რუ­სუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა ქე­რი­მო­ვის გახ­მა­უ­რე­ბულ­მა პი­რად­მა ცხოვ­რე­ბამ მი­იქ­ცია. მისი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი რო­მა­ნე­ბის სი­ა­ში, ორი სკან­და­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბაა და ორი­ვე ქარ­თველ ქა­ლებ­თან. მე­წარ­მე და მისი ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი რო­მა­ნე­ბი სუ­ლე­ი­მან ქე­რი­მო­ვი დერ­ბენ­ტში, იუ­რის­ტი­სა და ბუ­ღალ­ტრის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა და სწავ­ლა და­ღეს­ტნის პო­ლი­ტექ­ნი­კურ ინ­სტი­ტუ­ტში და­ი­წყო, თუმ­ცა პირ­ვე­ლი კურ­სის შემ­დეგ ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს. სამ­სა­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­და­ვი­და და უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მის მი­ღე­ბის შემ­დეგ კა­რი­ე­რა ქარ­ხა­ნა "ელ­თავ­ში“ და­ი­წყო და გაგ­რძელ­და - რი­გი­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი­დან გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რო­ბამ­დე. 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ქე­რი­მო­ვი მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც "ფედპ­რომ­ბან­კის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჩა­ი­ბა­რა. მა­ლე­ვე გა­მოც­დი­ლი ინ­ვეს­ტო­რი გახ­და - ყი­დუ­ლობ­და პერ­სპექ­ტი­ულ აქ­ტი­ვებს, ზრდი­და მათ ღი­რე­ბუ­ლე­ბას და შემ­დეგ მომ­გე­ბი­ა­ნად ყიდ­და. წარ­მო­ე­ბის სა­ო­ცარ­მა უნა­რებ­მა ის რუ­სე­თის 20 უმ­დიდ­რეს ბიზ­ნეს­მენს შო­რის მო­აქ­ცია, თუმ­ცა ვერ და­იც­ვა და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის­გან და პი­რა­დი დრა­მე­ბის­გან. ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ქა­ლე­ბისტუ­დენ­ტო­ბი­სას სუ­ლე­ი­მა­ნი და­ქორ­წინ­და თა­ნა­კურ­სელ ფი­რუ­ზა­ზე, რო­მე­ლიც და­ღეს­ტნის პროფ­კავ­ში­რე­ბის საბ­ჭოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ნა­ზიმ ხან­ბა­ლა­ე­ვის ქა­ლიშ­ვი­ლია. სი­მამრმა ქე­რი­მოვს პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი უშო­ვა "ელ­თავ­ში“. ფი­რუ­ზა ერ­თგუ­ლი და თავ­და­დე­ბუ­ლი ცოლი იყო: სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბო­და, ქმარს სამი შვი­ლი გა­უ­ჩი­ნა და მისი ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ ჭო­რებ­ზე რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია. მი­ლი­არ­დე­რის შვი­ლე­ბიც იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბოდ­ნენ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში. 2016 წელს მისი ვაჟი, სა­ი­დი, მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტში (МГИМО) სწავ­ლობ­და და შემ­დგომ ბიზ­ნე­სით და­ინ­ტე­რეს­და. 2022 წელს, და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბი­სას, მან თა­ვი­სი ოქ­როს მო­პო­ვე­ბის კომ­პა­ნი­ის "პო­ლი­უ­სის“ აქ­ცი­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი გა­ყი­და, ხოლო მე­ო­რე ნა­წი­ლი ის­ლა­მუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­დამ­ჭერ ფონდს გა­დას­ცა. "პო­ლი­უ­სის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო­ში 2016 წელს მისი ქა­ლიშ­ვი­ლი გულ­ნა­რა ქე­რი­მო­ვიც შე­დი­ო­და. მის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ყვე­ლა­ზე მეტი 2014 წელს და­ი­წე­რა, რო­დე­საც მან საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, არ­სენ­თან, გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და ელი­ტურ Agalarov Club-ში. მე­წარ­მის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, ამი­ნას შე­სა­ხებ მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ მა­ნაც МГИМО და­ამ­თავ­რა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები