ქართველი საყვარლები და სკანდალური რომანები - რა არის ცნობილი დაღესტნელ მილიარდერზე, რომელსაც კადიროვის უპირველეს მტერსაც უწოდებენ?
58 წლის სულეიმან ქერიმოვი - ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენია. წარმოშობით დაღესტნელი ქერიმოვი 2024 წელს ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 10,7 მილიარდ დოლარად შეაფასა და რუსეთის უმსხვილესი მილიარდერების სიაში მე-12 ადგილზე გაიყვანა.
ამჟამად, დაღესტანში აქტიურად მუშაობს საქველმოქმედო ფონდი "იმანი“, რომელსაც ქერიმოვის მეუღლე მართავს. ადგილობრივები მისდამი კეთიჰანწყობილნი არიან სწორედ მისი საქველმოქმედო საქმიანობის გამო. ბოლო თვეებში მილიარდერი ქემიროვი, ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში რამზან კადიროვთან დაპირისპირების გამო მოექცა. ამჟამად მას, კადიროვის "ნომერ პირველ მტერსაც" კი უწოდებენ.
კადიროვმა რუს სენატორსა და ბიზნესმენს მტრობა გამოუცხადა - რა კავშირი აქვს ამას რუსეთის უმდიდრესი ქალის ოფისში მომხდარ სროლასთან?თუმცა რუსული მედიის ყურადღება ქერიმოვის გახმაურებულმა პირადმა ცხოვრებამ მიიქცია. მისი მრავალრიცხოვანი რომანების სიაში, ორი სკანდალური ურთიერთობაა და ორივე ქართველ ქალებთან.
მეწარმე და მისი ბურუსით მოცული რომანები სულეიმან ქერიმოვი დერბენტში, იურისტისა და ბუღალტრის ოჯახში დაიბადა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლა დაღესტნის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიწყო, თუმცა პირველი კურსის შემდეგ ჯარში გაიწვიეს. სამსახურის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის ფაკულტეტზე გადავიდა და უნივერსიტეტის დიპლომის მიღების შემდეგ კარიერა ქარხანა "ელთავში“ დაიწყო და გაგრძელდა - რიგითი სპეციალისტიდან გენერალური დირექტორობამდე.
90-იანი წლების დასაწყისში ქერიმოვი მოსკოვში გადავიდა, სადაც "ფედპრომბანკის“ ხელმძღვანელობა ჩაიბარა. მალევე გამოცდილი ინვესტორი გახდა - ყიდულობდა პერსპექტიულ აქტივებს, ზრდიდა მათ ღირებულებას და შემდეგ მომგებიანად ყიდდა. წარმოების საოცარმა უნარებმა ის რუსეთის 20 უმდიდრეს ბიზნესმენს შორის მოაქცია, თუმცა ვერ დაიცვა დასავლური სანქციებისგან და პირადი დრამებისგან.
ცხოვრების მთავარი ქალებისტუდენტობისას სულეიმანი დაქორწინდა თანაკურსელ ფირუზაზე, რომელიც დაღესტნის პროფკავშირების საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარის, ნაზიმ ხანბალაევის ქალიშვილია. სიმამრმა ქერიმოვს პირველი სამსახური უშოვა "ელთავში“. ფირუზა ერთგული და თავდადებული ცოლი იყო: საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა, ქმარს სამი შვილი გაუჩინა და მისი ღალატის შესახებ ჭორებზე რეაქცია არ ჰქონია.
მილიარდერის შვილებიც იშვიათად ჩნდებოდნენ საჯარო სივრცეში. 2016 წელს მისი ვაჟი, საიდი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში (МГИМО) სწავლობდა და შემდგომ ბიზნესით დაინტერესდა. 2022 წელს, დასავლური სანქციების დაწესებისას, მან თავისი ოქროს მოპოვების კომპანიის "პოლიუსის“ აქციების ერთი ნაწილი გაყიდა, ხოლო მეორე ნაწილი ისლამური ორგანიზაციების მხარდამჭერ ფონდს გადასცა.
"პოლიუსის“ დირექტორთა საბჭოში 2016 წელს მისი ქალიშვილი გულნარა ქერიმოვიც შედიოდა. მის შესახებ მედიაში ყველაზე მეტი 2014 წელს დაიწერა, როდესაც მან საყვარელ ადამიანთან, არსენთან, გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა ელიტურ Agalarov Club-ში. მეწარმის უმცროსი ქალიშვილის, ამინას შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მანაც МГИМО დაამთავრა.
გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები