დღეს ამერიკელებსა და რუსებს კონტაქტი ექნებათ - რას ამბობს მარკო რუბიო - კვირის პალიტრა

დღეს ამერიკელებსა და რუსებს კონტაქტი ექნებათ - რას ამბობს მარკო რუბიო

დღეს რუსებთან კონტაქტი გვექნება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მარკო რუბიოს განცხადებით, იმედი აქვს, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ აშშ რუსეთისგან დადებით პასუხს მიიღებს.

„თუ რუსეთი უარს იტყვის, მაშინ ამით ძალიან ბევრს გავიგებთ. ბურთი ნამდვილად მათ მოედანზეა. ამ კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინას „მომავალი თავდასხმებისგან თავის დასაცავად საკმარისი შემაკავებელი საშუალება“ სჭირდება.

რუბიოს ცნობით, გუშინ, საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ტერიტორიული დათმობების საკითხიც განიხილეს

"ინტერპრესნიუსი"