"დედა რადგან სლავური წარმოშობის იყო, ამის გამო პატარაობიდან ბულინგის მსხვერპლი ვიყავი" - რას ჰყვება ნანა ტომარაძე ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე?
"უსამართლობას ბავშვობიდან ვერ ვეგუებოდი. ვისაც ფული ჰქონდათ და სამეზობლოს არ ეხმარებოდნენ, ტაოტით ვუსვრიდი გათეთრებულ სახლებს. ვირთხაც კი შემიშვია მათთან სახლში, როცა ამ ოჯახის შვილს უთქვამს, მე შენთან ვეღარ ვიმეგობრებო" - ამბობს ნანა ტომარაძე, რომელმაც გადაწყვიტა არასრულწლოვანი შვილი საქართველოდან წაიყვანოს და სხვა ქვეყანას ჩაბარდეს.
ნანა ტომარაძე პრესის ყურადღების ობიექტი ბევრჯერ გამხდარა... ბრიტანულმა გამოცემამ THE TIME ვრცელი სტატია მიუძღვნა იმ უცხოელ ქალებს, რომლებიც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძოდნენ. სტატიაში საუბარი იყო ქართველ მებრძოლ ქალებზეც, მათ შორის - ნანა ტომარაძეც.. გასულ წელს კი ნანა ტომარაძე სპეცდანიშნულების რაზმმა მას შემდეგ შეითრია კორდონში, რაც მან ფეხი დაარტყა სპეცრაზმელის ფარს. მედიაში მალევე გავრცელდა ეს კადრები... ამჯერად იგი თავად გვესაუბრება, თუ რატომ მიიღო ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება...
- მთრგუნავს ქვეყანაში სიბინძურე, ჩამონგრეული უშნო შენობები, სიღარიბე... დაძაბული ურთიერთობა მაქვს და-ძმასთან. ამდენ პრობლემებში შეიძლებოდა ვიგინდარა ვყოფილიყავი, მხოლოდ ფულზე მეფიქრა, მაგრამ ვერ შევძელი. კეთილმა მშობლებმა გამზარდეს, მამა მყავს, დედა სამწუხაროდ გარდაიცვალა... ბევრმა ადამიანმა იცის, საქართველოში თუ როგორ არის გამძაფრებული ძალადობა. ფიზიკური თუ მორალური, ჩემთვის ორივე ძალადობას ნიშნავს, რადგან ორივე სახის ძალადობა თავად გამომიცდია. ძალიან ბევრი რამ გავიარე და კარგად ვიცი, ჩვენი მოქალაქეების უმეტესი მათგანის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ...
დედა რადგან სლავური წარმოშობის იყო, ამის გამო პატარაობიდან ბულინგის მსხვერპლი ვიყავი. დედა უკრაინის მოქალაქე იყო, მოლდაველ- რუმინელ- ებრაელი, ამის გამო რუსს მეძახდნენ, რუსის ქალები კი უყოფაქცევოები არიანო. ყველას აღვირახსნილად მიიჩნევდნენ, ერთ ქვაბში ხარშავდნენ... რადგან სლავური წარმოშობის ვიყავი, მე თურმე ჩემი მორალი და პატიოსნება არ მექნებოდა, როგორც დავუშვათ ნამდვილ „ქართველს.“ ბავშვობიდანვე იყო ხოლმე შეძახილები, რამაც ძალიან დამაკომპლექსა. ისე სრულყოფილ პერსონად ვერ აღვიქვამდი ჩემს თავს, როგორც დედით და მამით ქართველი ბავშვები... უბანში კატალოგის გოგოს მეძახდნენ, მაგრამ მდიდარი მეზობლები შვილებს ახლოს არ მაკარებდნენ, რადგან ღარიბი ვიყავი. მე არ მწყინდა. მართალია ფინანსები არ გვქონდა, მაგრამ სხვა დიდი სიკეთე გვქონდა. ლამაზი გენეტიკა, ჰუმანურობა... წაიკითხეთ ვრცლად