აქცია რუსთაველის გამზირზე - საავტომობილო გზა გადაკეტილია - კვირის პალიტრა

აქცია რუსთაველის გამზირზე - საავტომობილო გზა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

უწყვეტი პროტესტის 105-ე დღესაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ - გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

პარალელურად, მარჯანიშვილის მოედნის ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით „აჭარლების მარში“ მოემართება, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა.

"ინტერპრესნიუსი"