საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ხმაურია - კვირის პალიტრა

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ხმაურია

ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაურია.

ადგილზე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები მივიდნენ. ისინი ითხოვენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერი დაუთმოს.

პარალელურად, მაუწყებლის ეთერში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი არის მიწვეული. სტუდენტები აცხადებენ, რომ არხის საშუალებით, შალუტაშვილი „ტყუილებს საუბრობს“, ამიტომ, ითხოვენ, სტუდენტების ერთი წარმომადგენელი ეთერში მიიწვიონ.

„ეთერი სტუდენტებს, სოლიდარობა სტუდენტებს“ - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

"ინტერპრესნიუსი"