ანეკდოტები
- რა მაინტერესებს, იცი? ქრთამს ჩვენ არ ვიღებთ, კრიმინალი მოვსპეთ, ქურდული სამყარო გადავაშენეთ, დღე და ღამე ვმუშაობთ. რა ცოდვა გვაქვს ასეთი, ახალაია რომ დაგვინიშნეს მინისტრად?
- მამი, ბებო ამ მატარებლით მოდის?
- ბევრს ნუ ტლიკინებ და ლიანდაგების აყრაში დამეხმარე.
ერთი მწყემსი ეუბნება მეორეს:
- გუშინ ისეთი მთვრალი ვიყავი, ცხვრები თვითონ ითვლიდნენ ერთმანეთს.
სიყვარულმა ჭიჭიკიას შეყვარებულს შეხედა და თქვა: - დედას ვფიცავარ, არც ასეთი ბრმა ვარ!
სვანმა ოქროს თევზი დაიჭირა, თევზმა სამ სურვილს მოუსმინა და იძულებული გახდა, თავი მოემკვდარუნებინა.