"ვაფრთხილებდი მიშას, ის მოიშორე, ის, ის დაგღუპავს-მეთქი. აღარ ვიტყვი სახელს და გვარს... დამცინოდა" - რას იხსენებს ია ფარულავა სააკაშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ
ია ფარულავა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში "სთორის" სახით ეხმაურება და ამბობს, რომ ამის შესახებ ექსპრეზიდენტს აფრთხილებდა.
მსახიობის თქმით, ის ერთ-ერთ კონკრეტულ ადამიანზე მიანიშნებდა, რომ გარემოცვიდან მოეშორებინა, თუმცა ვისზე საუბრობს ფარულავა, არ აკონკრეტებს.
- ნეტა რა თემაზე მიბარებდნენ ტელევიზიაში, მე ხომ ყველაფერს ჩემს "სთორებში" ვამბობ. ნეტა "პიჯაკების ამბავზე" ხომ არა? - რა ვქნა, გენაცვალე, მე ვაფრთხილებდი მიშას, ის მოიშორე, ის, ის დაგღუპავს-მეთქი. აღარ ვიტყვი სახელს და გვარს და დამცინოდა, შენ შალვა ნათელაშვილის მიმდევარი ხარო.
ჩემი გუშინდელი "სთორის" შემდეგ ატყდა ამბავი, გადაიტანეს ფეისბუქზე, "იუთუბზე". მე არავის აზრს არ ვკითხულობ, არ მაინტერესებს, აი, ჩემი აზრი, ხალხმა, ჩემი სახელობის მაისური გამოუშვა. თავში კი არ მაქვს ავარდნილი, უბრალოდ, ამან მაიძულა შევხედო პოლიტიკურ მოვლენებს უფრო ჯანსაღი კუთხით. მე არ ვუყურებ მეინსტრიმ მედიას, როგორც ჩვენი საყვარელი ჟურნალისტები უყურებენ და ჩვენი წამყვანები. გააგრძელეთ კითხვა