რა წერია წერილში, რომელიც შვილმა გარდაცვლილი მამისგან მიიღო - "ცრემლების გამო წერილის ბოლომდე ჩაკითხვა გამიჭირდა"
„კვირის პალიტრის“ პროექტის - „გზავნილი მომავალში“ ფარგლებში, 2005 და 2010 წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ გაიხსნა სკივრი, საიდანაც ადრესატებმა 2000 წელს მათთვის გაგზავნილი წერილები მიიღეს.
"ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი, ქეთი გიგოლაშვილი, ერთ-ერთია იმ ასობით ადამიანს შორის, რომელმაც წერილი მამისგან, 25 წლის შემდეგ მიიღო.
პროექტი 2000 წელს დაიწყო. ნებისმიერ მსურველს შეეძლო წერილი დაეწერა ოჯახის წევრისთვის, მეგობრისთვის, ახლობლისთვის თუ ზოგადად, ქვეყნისთვის, რომელსაც ადრესატი, წერილის ავტორის სურვილისამებრ, 5, 10, 25, 50 ან 100 წლის შემდეგ მიიღებდა და მიიღებს.
წერილები მოთავსდა სპეციალურ სკივრში და შესანახად მიებარა ეროვნულ არქივს.
პროექტის „გზავნილი მომავალში“ ფარგლებში სკივრი უკვე გაიხსნა 2005 და 2010 წლებში, ადრესატებს წარსულიდან მიწერილი წერილები გადაეცათ. იხილეთ ვრცელი სიუჟეტი