"მთელი ჩემი ცხოვრება ამ იდეებს ვებრძვი... მოვიხადე ბოდიში, ძალიან გულახდილად ვთქვი" - რას ჰყვება რობერტ სტურუა? - კვირის პალიტრა

"მთელი ჩემი ცხოვრება ამ იდეებს ვებრძვი... მოვიხადე ბოდიში, ძალიან გულახდილად ვთქვი" - რას ჰყვება რობერტ სტურუა?

რეჟისორი რობერტ სტურუა გადაცემაში "ნოესთან" საკუთარი მშობლებისა და მათთან დამოკიდებულების შესახებ საუბრობს:

- მე მგონია, მამებისა და ბიჭების ურთიერთობა ყველაზე რთულია. შენ, გულის სიღრმეში, გინდა, რომ მამას აჯობო. შეიძლება, საკუთარ თავს ამაში არც უტყდები. მამაც გრძნობს, რომ შენ მას მთლად არ ენდობი. ამიტომ, შვილისა და მამის კონფლიქტები უდიდესი სიყვარულის კონფლიქტია, მაგრამ მაინც კონფლიქტია... მამაჩემი ულამაზესი კაცი იყო. მე მას არ ვგავარ. ხშირად ვაბრაზებდი და ვეუბნებოდი, მეზობელს რატომ ვგავარ-თქო. ვაგიჟებდი... კარგი იუმორი ჰქონდა და მეც გადმომყვა. ძალიან მაგარი სტალინისტი იყო. მე ამ საკითხში არ ვეთანხმებოდი. სტურუები ყველა ბოლშევიკები არიან. ჩემი მშობლები მიყვარს, მაგრამ არასდროს დავმალავ, რომ ბაბუაჩემი, მართალია, აქ, რუსთაველზე მარხია, ცისფერ გალერეასთან.... მაგრამ, მათი ცოდვები მოვიხადე მაშინ, როცა "ყვარყვარე" დავდგი...

არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი მშობლები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ყველაზე დიდი მებრძოლები იყვნენო. მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ ისინი ხვრეტდნენ კიდევაც, იჭერდნენ ადამიანებს... მე არ ვიძახი, რომ ისინი (ჩემი მშობლები) წმინდანები იყვნენ. აჰყვნენ რაღაც იდეებს. მე მთელი ჩემი ცხოვრება ამ იდეებს ვებრძვი. მთელი ჩემი გვარის მონანიება ჩემზეა. მოვიხადე... ბოდიში, ძალიან გულახდილად ვთქვი.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე