აშშ-ში, ამერიკული ავიახაზების თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა - როგორ შეძლეს მგზავრებმა თავის გადარჩენა? (ფოტო)
ამერიკული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელსაც 78 მგზავრი გადაჰყავდა, დენვერის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომის შემდეგ მოულოდნელად აალდა. მგზავრები იძულებულნი გახდნენ თვითმფრინავის ფრთაზე დამდგარიყვნენ, მოგვიანებით კი მათი ევაკუაცია ტრაპით მოხდა.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, ბოინგ 737-800, რომელიც ტეხასისკენ მიემართებოდა, აფრენისთანავე გადამისამართდა, რადგან ეკიპაჟის წევრებმა მყისიერად განაცხადეს, რომ ძრავას ძლიერი ვიბრაცია ჰქონდა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო