"სომხეთთან დაპირისპირება ისტორიულია, კავკასიის დერბია და..." - რას ამბობს ვილი სანიოლი ერევანში გასამართი მატჩის წინ - კვირის პალიტრა

"სომხეთთან დაპირისპირება ისტორიულია, კავკასიის დერბია და..." - რას ამბობს ვილი სანიოლი ერევანში გასამართი მატჩის წინ

სომხეთთან მატჩებისთვის მოსამზადებელი შეკრების დაწყების წინ ვილი სანიოლმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც მან თქვა, არის ის, რომ ერევნის მატჩში ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს...

"შემოდგომაზე ბევრი ჩვენი მოთამაშე საკმაოდ დაღლილი იყო. კვარაცხელიამ, დავითაშვილმა და სხვა მოთამაშეებმაც შემოდგომისთვის ბევრი ითამაშეს, მათ შორის, საკმაოდ დამღლელ ევროპის ჩემპიონატზე და წლის ბოლოს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გადაღლა ეტყობოდათ, ახლა იმედია ბევრად უფრო დასვენებულები იქნებიან.

სამწუხაროდ, პირველ მატჩში არ გვეყოლებიან კაშია და კვარაცხელია. მაგრამ ორივე მათგანი შეკრებაზე ჩვენთან იქნებ. მათ არყოფნაში შანსი სხვებს მიეცემათ. შეკრებაზე მოვიწვიეთ საბა გოგლიჩიძე, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშა და შანსი მასაც ექნება.

სომხეთთან დაპირისპირება ისტორიულია, კავკასიის დერბია და წინ რთული თამაშები გველის. მაგრამ ჩვენ C ლიგის დონის არ ვართ და B-ში ადგილი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ.

კაშიას არყოფნაში კაპიტანი ვინ იქნება? კიტეიშვილი პირველად გაიყვანს გუნდს კაპიტნის სამკლაურით. ის გუნდშიც ამ სტატუსითაა. სომხეთთან საპასუხო მატჩში კაპიტანი კაშია იქნება, მაგრამ შესაძლოა, შემდეგში კაპიტანი სწორედ კიტეიშვილი გახდეს...

კვარაცხელიას შეცვლა რთულია. ის გამორჩეული მოთამაშეა, მაგრამ კიდევ ბევრი საინტერესო ფეხბურთელის გვყავს და შეუძლიათ, მის არყოფნაში ინიციატივა საკუთარ თავზე აიღონ, მაგალითად, ჩაკვეტაძემ...

მამარდაშვილს და "ვალენსიას" რთული პერიოდი აქვთ. მაგრამ ვიცით მისი შესაძლებლობები და მჯერა, ფორმას აღიდგენს. კვარაცხელიას რაც შეეხება, ვხედავთ, რომ პსჟ-ში ბედნიერია, დაცვაშიც ბევრს შრომობს...

სომხეთის ნაკრები ვან'ტ სხიპმა ახლახან ჩაიბარა და დეტალურად რაიმეს თქმა რთულია. მის დროს საბერძნეთის ნაკრები და "აიაქსი" 4 მცველით თამაშობდა. მაგრამ არ ვიცით, ასე ათამაშებს თუ არა სომხეთის ნაკრებს. ამიტომ აჯობებს, აქცენტი საკუთარ თამაშზე გავამახვილოთ.

განაგრძე კითხვა