"მირეკავს უცხო ნომერი და ისმის გინება. ბიჭო, შენ როგორ იხუმრეო... გელოდები აქ, მოდიო" - ვასო ფხაკაძე მასზე განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს - კვირის პალიტრა

"მირეკავს უცხო ნომერი და ისმის გინება. ბიჭო, შენ როგორ იხუმრეო... გელოდები აქ, მოდიო" - ვასო ფხაკაძე მასზე განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს

"ჩემი ყოფილი მეზობელია, პატრულის თანამშრომელია. სახლში ასულა ჩემთან, ვასოსთან საქმე მაქვსო და ნომერი გამოართვა ჩემებს.

მირეკავს უცხო ნომერი და ისმის გინება. ბიჭო, შენ როგორ იხუმრეო... გელოდები აქ, მოდიო... პროვოკატორია, მოგზავნილია" - ვასო ფხაკაძემ მასზე განხორციელებულ მუქარაზე "TV პირველთან" ისაუბრა.

იუმორისტმა პროკურატურას საჩივრით მიმართა.