გასაჯაროვდა სიმღერის კლიპი, რომელსაც მარიამ შენგელია "ევროვიზიაზე" წარადგენს - ვიდეო - კვირის პალიტრა

გასაჯაროვდა სიმღერის კლიპი, რომელსაც მარიამ შენგელია "ევროვიზიაზე" წარადგენს - ვიდეო

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ევ­რო­ვი­ზი­ის"სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე წელს სა­ქარ­თვე­ლოს 22 წლის მა­რი­ამ შენ­გე­ლია წა­რად­გენს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი 18-მა ქარ­თველ­მა შემ­სრუ­ლე­ბელ­მა გა­მოთ­ქვა და სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი წა­რად­გი­ნა. "პირ­ველ არხს" ასე­ვე სიმ­ღე­რა გა­მო­უგ­ზავ­ნა 20-ზე მეტ­მა უცხო­ელ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" არ­ჩე­ვა­ნი ქარ­თუ­ლი მო­ტი­ვე­ბით და ეროვ­ნუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით დატ­ვირ­თულ პრო­ექ­ტზე შე­ა­ჩე­რა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე ზუს­ტად წარ­მო­ა­ჩენს ჩვე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ იდენ­ტო­ბას.

მა­რი­ამ შენ­გე­ლია პირ­ვე­ლი არ­ხის ორი პრო­ექ­ტის - "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ და "ვო­ი­სის“ მო­ნა­წი­ლეა. მომ­ღე­რა­ლი 2020 წელს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის, თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნის ბექ­ვო­კა­ლის­ტი იყო. კონ­კურ­სი კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გამო გა­უქ­მდა", - წე­რია არ­ხის გან­ცხა­დე­ბა­ში

სიმ­ღე­რა "Freedom" ("თა­ვი­სუფ­ლე­ბა") ქეთი გა­ბი­სი­ან­მა და­წე­რა, ხოლო ტექ­სტი ბუკა კარ­ტო­ზი­ას ეკუთ­ვნის. მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პი კახა ბუხ­რაშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო, კოს­ტი­უ­მის დი­ზა­ინ­ზე იზა ნა­და­რე­იშ­ვილ­მა, კლი­პის მხატ­ვრო­ბა­ზე კი შაკო პო­პი­აშ­ვილ­მა და ნინო წუ­ლა­ი­ამ იმუ­შა­ვეს. ვი­დე­ორ­გოლ­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის“ მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­მა და გია ყან­ჩე­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის ახალ­გაზ­რდულ­მა ორ­კესტრმა.

"ევ­რო­ვი­ზია 2025" შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ბა­ზელ­ში 13, 15 და 17 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მა­რი­ამ შენ­გე­ლია ევ­რო­პის წი­ნა­შე 15 მა­ისს, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში წარ­დგე­ბა. კონ­კურსს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, პირ­ვე­ლი არხი პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მა.

TOP.GE