"არ მომწონს სიმღერა ! ეს სიმღერა "ევროვიზიაზე" არა, მაგრამ თბილისობას ან 26 მაისს გამოდგება!" - რას წერს თათია კობალაძე "ევროვიზიაზე" წარსადგენ სიმღერაზე?
თათია კობალაძე, რომელიც "ევროვიზიის" შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, რამდენიმე დღით ადრე წერდა, რომ წელს საქართველოს ბაზელში მარიამ შენგელია წარადგენდა.
კობალაძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ არ მოსწონს სიმღერა, რომელიც მარიამმა 2025 წლის "ევროვიზიაზე" უნდა იმღეროს:
გასაჯაროვდა სიმღერის კლიპი, რომელსაც მარიამ შენგელია "ევროვიზიაზე" წარადგენს - ვიდეო
"ლაივში ვერც კომენტარებს ვკითხულობდი და საერთოდ გაქრა "ლაივი" მოკლედ გეტყვით მეგობრებო ესე ! არა არ მომწონს სიმღერა ! ეს სიმღერა ევროვიზიაზე არა მაგრამ თბილისობას ან 26 მაისს გამოდგება! (ანდრია ფუტკარაძის სიმღერის მელოდიურობა იგრძნობა ასევე რუსა მორჩილაძის სიმღერის ) რით ვერ მოიფიქრეთ ახალი რამე? ნუუუ ანი და ბანი კიდევ ცალკე თემაა, რაზეც არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას! მომღერალს არაფერს ვერჩი ! კოლეგას არავის მივაყენებ არასოდეს შეურაცხყოფას! ლამაზია მარიამი უდაოდ. ჩემს საქართველოს ვუსურვებ წარმატებებს ყველგან და ყოველთვის! მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერა რაზეც ტექსტი დაწერა ბიბი კვაჭაძე არის სასწაული! ეს იყო რეალური ისტორია, რეალური ამბავი და მესიჯი, რომელიც აუცილებლად მოიგებდა "ევროვიზიას!" არ გავასაჯაროებ სიმღერას იმიტომ, რომ ეს სიმღერა ჩემს რეალურ ამბავზე დაიწერა "ევროვიზიისთვის" და თქვენ იცით მე როგორი მებრძოლი ვარ, არასოდეს დავნებდები ! მომავალ წელს აუცილებლად გავაჟღერებ ამ სიმღერას ან "ევროვიზიის" შესარჩევზე ან პირდაპირ "ევროვიზიაზე!" მადლობა და უდიდესი სიყვარული ჩემს მხარდამჭერებს! ვთვლი რომ თქვენ ხართ მთავარი ფიგურა თითოეული არტისტის ცხოვრებაში რომ არა თქვენ ჩვენ ვერაფერს მივაღწევდით ვერასოდეს და ასევე ვთვლი ყველა არტისტი არის ვალდებული თავის გულშემატკივარს დაუბრუნოს ის მხარდაჭერა და ნერვიულობა, რასაც ჩვენს გამო გადიან სიყვარულით ! უპირობო სიყვარულით, ჰოდა, გეუბნებით, მე თქვენ მიყვარხართ! სამომავლო გეგმები?! საოცარი გეგმები მაქვს, ხვალ მივფრინავ, რომ გადამოწმდეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ და აუცილებლად, დაბრუნებისთანავე შევუდგები წარმატებისთვის ბრძოლას !ისეთ მაგარ ამბებს გიმზადებთ, დარწმუნებული ვარ გაოცდებით და უზომოდ გაგახარებთ ყველას!" - წერს კობალაძე.