"ერ­ჩით სა­ქარ­თვე­ლოს თუ რა გინ­დათ?!! მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მუ­სი­კა­ლურ ქვე­ყა­ნას რე­ებს აჯღავ­ლებთ" - ვინ და როგორ ეხმაურება "ევროვიზიაზე" საქართველოს წარსადგენ სიმღერას? - კვირის პალიტრა

"ერ­ჩით სა­ქარ­თვე­ლოს თუ რა გინ­დათ?!! მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მუ­სი­კა­ლურ ქვე­ყა­ნას რე­ებს აჯღავ­ლებთ" - ვინ და როგორ ეხმაურება "ევროვიზიაზე" საქართველოს წარსადგენ სიმღერას?

სიმ­ღე­რა "Freedom" ("თა­ვი­სუფ­ლე­ბა") ასე ჰქვია სიმ­ღე­რას, რო­მელ­საც მა­რი­ამ შენ­გე­ლია "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით წა­რად­გენს. "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დე­რი, ნიკა გვა­რა­მია სიმ­ღე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

გასაჯაროვდა სიმღერის კლიპი, რომელსაც მარიამ შენგელია "ევროვიზიაზე" წარადგენს - ვიდეო

"ევ­რო­ვი­ზი­ას" ვა­დევ­ნებ ხოლ­მე თვალს. სა­ქარ­თვე­ლო რომ სრულ კა­ტას­ტრო­ფა­შია ბოლო ათე­უ­ლი წე­ლია, ყვე­ლამ ვი­ცით. წელს წინა წლე­ბის ფონ­ზეც კი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ში­ნე­ლე­ბაა. "პირ­ვე­ლი არხი" ერ­ჩით სა­ქარ­თვე­ლოს თუ რა გინ­დათ?!! მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მუ­სი­კა­ლურ ქვე­ყა­ნას რე­ებს აჯღავ­ლებთ ყვე­ლა­ზე დიდ მუ­სი­კა­ლურ ფო­რუმ­ზე (კარ­გია-ცუ­დია "ევ­რო­ვი­ზია", მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია)?! მტრე­ბი ხართ ქვეყ­ნის თუ რა გინ­დათ?!" - წერს ნიკა გვა­რა­მია.

"ევროვიზიაზე" წარსადგენი სიმღერის კლიპის გასაჯაროების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა მაიკო კაჭკაჭიშვილმა, რომელმაც შესარჩევი კოკოკურსის ერთ-ერთი მონაწილისთვის, თათია კობალაძისთვის დაწერა სიმღერა:

"მოკლედ, დღეს ოფიციალურად გამოცხადდა "ევროვიზიის" პროდუქტი, აქამდე ველოდებოდი, ვიცოდი, მაგრამ ველოდებოდი ოფიციალურობას და მეც ოფიციალურად ჩავრთე "ლაივი", ჩემი კარიერის ისტორიაში ერთხელ, ჩემი სურვილით, სალომე გასვიანის სურვილით მივიღეთ "ევროვიზიაზე" მონაწილეობა და მაშინ შევქმენით ძალიან მაგარი მელოდიური სიმღერა, რომელიც სალომემ ძალიან შესანიშნავად იმღერა და კარგად წარადგინა, მაშინ შესარჩევ კონკურსში საქართველოში დიანა ღურწკაია მონაწილეობდა და ჩვენ მეორე ადგილზე გავედით. ეგ წელი იყო, როცა დავიფიცე, რომ მე "ევროვიზიის" კონკურსისთვის სიმღერას აღარ შევქმნიდი არასდროს იმიტომ, რომ ვხდებოდი რა სამზარეულოში და ქვაბებში იხარშებოდა თითოეული პროდუქტი. ახლა ჩემი სურვილის მიუხედავად, ბათუმელმა მომღერალმა თათია კობალაძემ, რომელიც მრავალო კონკურში მონაწილეობდა, მიიღო წარმატება, მოწინავე ადგილები და თათიასთვის დავწერე სიმღერა, რომლისთვისაც ტექსტი დაწერა ბიბი კვაჭაძემ ინგლისურ ენაზე და ეძღვნებოდა კიბოს, სიმსივნეს. კობო რომ განაჩენი არ არის ამის თქმა გვინდოდა და მოტივაცია გვინდოდა მიგვეცა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ეძებს ამ ვერაგ დაავადებას. თვითონ თათია ახლა გადის ამ ყველაფერს, გაიკეთა ორი ოპერაცია სიმსივნის, არ ნებდება, უკვე გასულია თითქმის ბოლოში და დამარცხებული აქვს, ბრძოლის ხასიათზე იყო და ისევ სიმღერა უნდოდა. ისე გვინდოდა ეს პროდუქტი შეგვეფუთა, რომ სიმართლე და ჭეშმარიტება გაგვეტანა... იმის ღირსადაც არ ჩაგვაგდეს, რომ ნუღარ ელოდებითო ეთქვათ, ჩვენ უკვე ვიცით, ვინც გადის. მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს მომღერალზე და არც ავტორზე, შემქმნელზე ამ პროდუქტის, უბრალოდ, სხვა მომღერლები და კომპოზიტორები, რომლებიც გელოდებიან და იმის ღირსადაც არ ჩათვლით, რომ მიწეროთ თქვენი სიმღერა ვერ გავიდა... ამ ქვეყანაში ჩემი რამდენიმე სიმღერა თავისით, რომ არ გაჰიტებულიყო, აქ ხარ უპატრონო, რაღაცაში უნდა იყო, ვიღაცასთან უნდა იყო, პატრონი რომ გყავდეს... განუკითხაობაა, ამას ორი აზრი აღარ სჭირდება - ნაწყენი ვარ" - ამბობს ვიდეომიმართვაში კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი.

TOP.GE