"ბიჭი ძაღ­ლმა შე­ა­ში­ნა, რა დრო­საც ის გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე აღ­მოჩ­ნდა" - ავარიას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა ლანჩხუთში - კვირის პალიტრა

"ბიჭი ძაღ­ლმა შე­ა­ში­ნა, რა დრო­საც ის გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე აღ­მოჩ­ნდა" - ავარიას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა ლანჩხუთში

"გუ­რია ნი­უ­სის"ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 15 წლის მო­ზარ­დი ემსხვერ­პლა.

"თვითმხილ­ველ­თა თქმით, ბიჭი ძაღ­ლმა შე­ა­ში­ნა, რა დრო­საც ის გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე აღ­მოჩ­ნდა, რა დრო­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლ­მა და ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მოს­ვლამ­დე, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბაც აღ­მო­უ­ჩი­ნა მო­ზარდს. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, უშე­დე­გოდ, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა", - წერს გა­მო­ცე­მა.

შსს-ს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვის მუხ­ლით (სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით).

წყარო