(Video) მკვლელობა ჭავჭავაძის გამზირზე - რა კადრები ვრცელდება მედიაში?
გასულ ღამეს ვაკეში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე.
არსებული ინფორმაციით, მას ჭავჭავაძის გამზირზე რამდენჯერმე ესროლეს.
როგორც ცნობილია, ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.
"ტვ პირველი" ჭავჭავაძის გამზირზე მომდარი მკვლელობის ვიდეო კადრებს აქვეყნებს.