ლაშა გურულმა განელი მეტოქე დაამარცხა - პირველი პროფესიონალური ბრძოლა მოგებულია
მოკრივე ლაშა გურულმა პირველი პროფესიონალური ბრძოლა გამართა. ბრძოლა რუსთავში ჩატარდა, სადაც გურული განელ მეტოქეს, ბერნარდ აბეის დაუპირისპირდა.
ბრძოლა ლაშა გურულის უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.აბეის პროფესიონალურ კრივში 5 ბრძოლა აქვს გამართული და 5-ივე მისი გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, გურულმა გასულ ზაფხულს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 24-წლიანი პაუზის შემდეგ კრივში პირველი მედალი მოუტანა. ის ვერცხლის პრიზიორი გახდა.