"ნანუკას ფონდი დააყადაღეს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი? - კვირის პალიტრა

"ნანუკას ფონდი დააყადაღეს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, „ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, მომხდართან დაკავშირებით დეტალებს არკვევს.

„ბანკში მეუბნებიან, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება. თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით. ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან, რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად გაგზავნილა.დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები, მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება“, - წერს ჟორჟოლიანი.

ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია სხვა ფონდებიც. კერძოდ: prosperitygeorgia.org - ნიკა გილაურის ფონდი და Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.

გარდა ამისა, როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, "ყადაღა მოითხოვა პროკურატურამ".

"მეგობრებო, როცა იხურება ერთი კარი, აუცილებლად იღება მეორე არანაირი პანიკა, არანაირი უიმედობა!

პირიქით, საინტერესო ფაზაში გადავდივართ და პატიმრებთან აღებულ პირობას შევასრულებთ ბოლომდე!

მოვიფიქრებთ სხვა გზებს, როგორ დავეხმაროთ ბიჭებს !ქოცებს რომ ეგონათ შეგვაშინებდნენ, ბრძოლის ახალი ძალებით დაგვტენეს"