"ვერ შევიკავე ცრემლები.... გული მაქვს აჩუყებული, ჩემს ძმას გუშინ ფოსტიდან მოუვიდა შეტყობინება" - რა ვიდეოს და ფოტოს ავრცელებს მანიკა ასათიანი?
„კვირის პალიტრის“ პროექტის - „გზავნილი მომავალში“ ფარგლებში, 2005 და 2010 წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ გაიხსნა სკივრი, საიდანაც ადრესატებმა 2000 წელს მათთვის გაგზავნილი წერილები მიიღეს.
"აჩუყებული მაქვს გული 25 წლის წინ "კვირის პალიტრას" ჰქონდა აქცია. გაზეთში იყო ცარიელი გვერდი, სადაც უნდა დაგვეწერა წერილი და გაგვეგზავნა ადრესატისთვის, რომელსაც ის მიიღებდა 25 წლის შემდეგ. ჩემს ძმას გუშინ ფოსტიდან მოუვიდა შეტყობინება, რომ მის სახელზე იყო წერილი და ოჯახში იყო გარჩევა, ვისი დაწერილი შეიძლება ყოფილიყო ეს წერილი. არ მახსოვდა, რომ ეს წერილი დავწერე მე მეგონა, რომ ბებიაჩემმა, ბაბუაჩემმა დაწერა. ჩემმა ძმამ გამოიტანა წერილი და აღმოჩნდა, რომ ჩემი დაწერილია. 25 წლის წინ, როცა ამ წერილს ვწერდი ვიყავი 8 წლის. იმდენად ემოციური იყო ეს წერილი ჩემთვის, რომ ვერ შევიკავე ცრემლები" - ამბობს ვიდეომიმართვაში მანიკა ასათიანი, რომელმაც 25 წლის წინ ძმას მისწერა წერილი.