"ომი" მინიმალური დანაკარგებით. - კვირის პალიტრა

"ომი" მინიმალური დანაკარგებით.

იმიტირებულ ომზე, იმავე აირსოფტზე, ბევრი რამ არც მე ვიცოდი, მაგრამ ერთ დღეს შემთხვევით ერთი ადამიანი გავიცანი, რომელმაც თამაშის შესახებ საინტერესო დეტალები მიამბო. მეც ჟურნალისტურმა ცნობისმოყვარეობამ არ მომასვენა და გადავწყვიტე, ერთი დღე იმიტირებულ ომში, სასროლეთზე გამეტარებინა და კვირა დღეს, როცა პნევმატური იარაღით შეიარაღებული "მეომრები" იპოდრომის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, მათ მეც შევუერთდი.

აირსოფტი ომის სიმულაციაა - თამაში პნევმატური იარაღით, რომელიც, თავის მხრივ, რეალური იარაღის სრული ანალოგია როგორც ფორმით, ასევე ზომითა და წონით, 6მმ-იან პლასტმასის ტყვიას ისვრის და თამაში მძაფრი შეგრძნებებითა და ადრენალინითაა დატვირთული.

კვირადღეს მეზობლისგან ნათხოვარი სამხედრო შარვლითა და ქუდით იპოდრომზე გამოვცხადდი. დანიშნულების ადგილზე მისულმა, როცა ტერიტორიას თვალი მოვავლე, მივხვდი, თუ რატომ ამჯობინებდნენ მოთამაშეები ხალხმრავალი ადგილის ნაცვლად მყუდრო ადგილზე შეკრებას. სამოციოდე სამხედროფორმიანი ადამიანის შუა ქუჩაში დანახვა, სულ ცოტა, საზოგადოების შეშფოთებას გამოიწვევდა.

დილის ათ საათზე უკვე მანქანაში ვიჯექი და "კბილებამდე შეიარაღებულ მეომრებთან" ერთად კარსანში, მიტოვებული აგარაკებისკენ მივდიოდი.

- აბა, ჟურნალისტო, რა გინდა, რომ ჩვენ შესახებ დაწერო? - შემეკითხა ერთ-ერთი მოთამაშე. არც კი ვიცოდი, რა მეპასუხა, მე ხომ ჯერაც არაფერი მენახა?

- აირსოფტის შესახებ მინდა დავწერო,  - ვუპასუხე და მაშინვე დავამატე, - ალბათ, ეს თამაში ძალიან გიყვართ, რადგან კვირადღეს ამისთვის იცლით.

- ეს თამაში ყველაზე დიდი განტვირთვის საშუალებაა. მთელი კვირის განმავლობაში უარყოფითი ემოციისგან დაღლილ-დაქანცულები სასროლეთზე მოვდივართ და დღის ბოლოს, მაშინ როცა თამაში სრულდება, ისე კარგად ვგრძნობ თავს, ასე მგონია, ფრენასაც კი შევძლებ, - მიპასუხა და გამიღიმა. მე კი გავიფიქრე, რომ არ არსებობდა მიზეზი, რის გამოც მთელი კვირის განმავლობაში დაღლილი, კვირადღეს ვინმე ტყე-ღრეში სირბილს მაიძულებდა. თუმცა...

კარსანში მიტოვებულ აგარაკებთან ჩამოვედით, მოთამაშეებმა ნივთები მანქანიდან პატარა მოლზე გადაიტანეს. მერე ყველას თავისი საქმე გაუჩნდა. პნევმატურ იარაღს ელემენტს უცვლიდნენ, ტყვიებს იმარაგებდნენ, აღჭურვილობას ირგებდნენ... ამის შემდეგ გუნდი "ლეგიონი" მწყობრად მოეწყო და გუნდის კაპიტანმა "ომის სცენარი" გაგვაცნო: გუნდი ორად, კოლუმბიელ პარტიზანებად და ნარკოკარტელის წევრებად იყოფოდა. მათი მეთაურები ერთ-ერთ გორაკზე უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, რათა ნარკოკარტელის წარმომადგენლებს ტვირთის ტრანსპორტირების უფლება ეთხოვათ პარტიზანებისთვის. ამ შეხვედრის შესახებ კი "სიაიეი" შეიტყობდა და 2 კურდღლის ერთი გასროლით მონადირებას შეეცდებოდა. სპეცრაზმელები პარტიზანული მოძრაობისა და ნარკოკარტელის მეთაურის ლიკვიდაციას დაგეგმავდნენ და სისრულეშიც მოიყვანდნენ. უმეთაუროდ დარჩენილი 2 გუნდის წევრები კი ერთმანეთზე მიიტანდნენ ეჭვს და ომიც დაიწყება.

მაიორმა ისიც აღნიშნა, რომ ნადირობა "სიაიეის" სნაიპერზეც გამოცხადდებოდა. გუნდი ორად გაიყო, მეთაურების შეხვედრის ადგილი მოინიშნა და თამაში დაიწყო. მალულად მოძრავი მეთაურები მოპირდაპირე გორაზე გამაგრებულმა სნაიპერმა შეხვედრისთანავე "მოკლა". ამის შემდეგ კი ორივე გუნდის მოთამაშეები პოზიციებზე გამაგრდნენ და მივხვდი, ყველაფერმა მართლაც სერიოზული სახე მიიღო. აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი, ჩემ გვედრით ჩასაფრებულ "მეომარს" პლასტმასის ტყვია მოხვდა და თავისი იარაღი მე გადმომილოცა, - თუ თამაში არ იგრძენი, ისე ვერაფერს დაწერო, - წამჩურჩულა და გამეცალა.

თამაშის დაწყებისთანავე თითქოს გარე სამყაროს გამოვეთიშე და მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა, - გამარჯვება. გამიჩნდა შეგრძნება, თითქოს ყველა მოთამაშე ჩამსავით ფიქრობდა. აქ ყველას თანაგუნდელის იმედი ჰქონდა, შეტევაზე ნელ-ნელა, ერთმანეთისგან 2-3 მეტრით დაშორებულები მიიწევდნენ. გორაკის გარშემო გამაგრებული თანაგუნდელები თვალით გადავამოწმე, "მეომრებს" უკან ავედევნე და ვეცადე, არ ჩამოვრჩენოდი. წინ მიმავალ თანაგუნდელს არ ვიცნობდი, მაგრამ შინაურივით ვენდე, როცა მითხრა, ადგილზე უნდა დავრჩენილიყავი, სანამ არემარეს მოათვალიერებდა. სულ მალე ჩვენ უკან მყოფმა თანამებრძოლმა გვანიშნა: თქვენგან მარჯვნივ 3 მოწინააღმდეგეაო და სროლაც დაიწყო.

შეუძლებელია, სიტყვებით ახსნა, თუ რას გრძნობ თამაშის დროს. ადრენალინის მოზღვავებისგან ხელ-ფეხის დამორჩილება გიჭირს და სამიზნესაც გაჭირვებით ასწორებ, უმისამართოდ ისვრი და მერე გეშინია, თანამებრძოლი არ "შემოგაკვდეს", მტრისგან თავისუფალ ტერიტორიაზე ქურდულად გარბიხარ და მათი სიმაგრეების სიახლოვეს საფრდები.

პირველი ტყვიის გემო მალევე ვიგრძენი და ვინაიდან თამაშის სცენარის მიხედვით "მკვდარს" გაცოცხლება აღარ შეეძლო, "რესპისკენ", სადაც მკვდრები გროვდებოდნენ, აწეული იარაღითა და შეძახილით, - მკვდარი ვარ! - გავემართე. იქ კი აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბედი არაერთ მოთამაშეს გაეზიარებინა და მეც მათ გვერდით დავჯექი. ტყიდან სროლის ხმა კიდევ 20 წუთის განმავლობაში ისმოდა. მალე რამდენიმე პარტიზანი ხელებგაკოჭილ სნაიპერთან ერთად გამოვიდა ტყიდან, სნაიპერს მოდარაჯე მიუჩინეს, თავად კი ისევ შეტევაზე გადავიდნენ და რამდენიმე წუთში ნარკოკარტელის აღარც ერთი წევრი აღარ დატოვეს ცოცხალი.

"რესპზე" თანდათან გვემატებოდნენ "მკვდრები" - ჩვენ მოვიგეთ! რამდენიმე წუთში ახალი თამაშისთვის დაიწყო მზადება, ოღონდ განსხვავებული სცენარით და ისევ სასროლეთისკენ გავეშურე.

დღის ბოლოს კი, როცა "ნაფრონტალი" წყნარად დავჯექი და თბილისისკენ წამოსასვლელად გავემზადე, აღმოვაჩინე, რომ აირსოფტი ყველაზე კარგი განტვირთვის საშუალებაა. უარყოფითი ემოციისგან დაცლილი, დაღლილი, მაგრამ ნასიამოვნები სახლში რომ მივედი, მივხვდი, კიდევ მინდოდა, მეთამაშა. ალბათ, ჩემი სიტყვები ბევრისათვის გაუგებარია, მაგრამ იმისათვის, რომ სხვისი დაიჯერო, უნდა გადაამოწმო.

რედაქტორის მინაწერი: სტატია მომეწონა და დავდებ კიდეც საიტზე, მაგრამ მე სწორედ კარსანში ვცხოვრობ, სადაც მხოლოდ ხუთი სახლი დგას და არც ერთი მათგანი არ გვაქვს მიტოვებული, ეტყობა,ძალიან "შეიჭრა როლში" ჩვენი ახალგაზრდა ჟურნალისტი.

მიტოვებული მხოლოდ ტუბერკულოზით დაავადებულთა ის საავადმყოფოა, სადაც "შტაბი" და "რესპი" ჰქონდათ მოწყობილი.

და კიდევ: ჩვენი, ანუ კარსანის მცირერიცხოვანი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, თუკი ჩვენს ტყეში კიდევ ვნახავთ ხის დამტვრეულ ტოტებს, სხვაგან მოგიწევთ თამაში. :)

ელენე ბასილიძე (სპეციალურად საიტისთვის) "ომი" მინიმალური დანაკარგით -

იმიტირებულ ომზე, იმავე აირსოფტზე, ბევრი რამ არც მე ვიცოდი, მაგრამ ერთ დღეს შემთხვევით ერთი ადამიანი გავიცანი, რომელმაც თამაშის შესახებ საინტერესო დეტალები მიამბო. მეც ჟურნალისტურმა ცნობისმოყვარეობამ არ მომასვენა და გადავწყვიტე, ერთი დღე იმიტირებულ ომში, სასროლეთზე გამეტარებინა და კვირა დღეს, როცა პნევმატური იარაღით შეიარაღებული "მეომრები" იპოდრომის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, მათ მეც შევუერთდი.

აირსოფტი ომის სიმულაციაა - თამაში პნევმატური იარაღით, რომელიც, თავის მხრივ, რეალური იარაღის სრული ანალოგია როგორც ფორმით, ასევე ზომითა და წონით, 6მმ-იან პლასტმასის ტყვიას ისვრის და თამაში მძაფრი შეგრძნებებითა და ადრენალინითაა დატვირთული.

კვირადღეს მეზობლისგან ნათხოვარი სამხედრო შარვლითა და ქუდით იპოდრომზე გამოვცხადდი. დანიშნულების ადგილზე მისულმა, როცა ტერიტორიას თვალი მოვავლე, მივხვდი, თუ რატომ ამჯობინებდნენ მოთამაშეები ხალხმრავალი ადგილის ნაცვლად მყუდრო ადგილზე შეკრებას. სამოციოდე სამხედროფორმიანი ადამიანის შუა ქუჩაში დანახვა, სულ ცოტა, საზოგადოების შეშფოთებას გამოიწვევდა.

დილის ათ საათზე უკვე მანქანაში ვიჯექი და "კბილებამდე შეიარაღებულ მეომრებთან" ერთად კარსანში, მიტოვებული აგარაკებისკენ მივდიოდი.

- აბა, ჟურნალისტო, რა გინდა, რომ ჩვენ შესახებ დაწერო? - შემეკითხა ერთ-ერთი მოთამაშე. არც კი ვიცოდი, რა მეპასუხა, მე ხომ ჯერაც არაფერი მენახა?

- აირსოფტის შესახებ მინდა დავწერო,  - ვუპასუხე და მაშინვე დავამატე, - ალბათ, ეს თამაში ძალიან გიყვართ, რადგან კვირადღეს ამისთვის იცლით.

- ეს თამაში ყველაზე დიდი განტვირთვის საშუალებაა. მთელი კვირის განმავლობაში უარყოფითი ემოციისგან დაღლილ-დაქანცულები სასროლეთზე მოვდივართ და დღის ბოლოს, მაშინ როცა თამაში სრულდება, ისე კარგად ვგრძნობ თავს, ასე მგონია, ფრენასაც კი შევძლებ, - მიპასუხა და გამიღიმა. მე კი გავიფიქრე, რომ არ არსებობდა მიზეზი, რის გამოც მთელი კვირის განმავლობაში დაღლილი, კვირადღეს ვინმე ტყე-ღრეში სირბილს მაიძულებდა. თუმცა...

კარსანში მიტოვებულ აგარაკებთან ჩამოვედით, მოთამაშეებმა ნივთები მანქანიდან პატარა მოლზე გადაიტანეს. მერე ყველას თავისი საქმე გაუჩნდა. პნევმატურ იარაღს ელემენტს უცვლიდნენ, ტყვიებს იმარაგებდნენ, აღჭურვილობას ირგებდნენ... ამის შემდეგ გუნდი "ლეგიონი" მწყობრად მოეწყო და გუნდის კაპიტანმა "ომის სცენარი" გაგვაცნო: გუნდი ორად, კოლუმბიელ პარტიზანებად და ნარკოკარტელის წევრებად იყოფოდა. მათი მეთაურები ერთ-ერთ გორაკზე უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, რათა ნარკოკარტელის წარმომადგენლებს ტვირთის ტრანსპორტირების უფლება ეთხოვათ პარტიზანებისთვის. ამ შეხვედრის შესახებ კი "სიაიეი" შეიტყობდა და 2 კურდღლის ერთი გასროლით მონადირებას შეეცდებოდა. სპეცრაზმელები პარტიზანული მოძრაობისა და ნარკოკარტელის მეთაურის ლიკვიდაციას დაგეგმავდნენ და სისრულეშიც მოიყვანდნენ. უმეთაუროდ დარჩენილი 2 გუნდის წევრები კი ერთმანეთზე მიიტანდნენ ეჭვს და ომიც დაიწყება.

მაიორმა ისიც აღნიშნა, რომ ნადირობა "სიაიეის" სნაიპერზეც გამოცხადდებოდა. გუნდი ორად გაიყო, მეთაურების შეხვედრის ადგილი მოინიშნა და თამაში დაიწყო. მალულად მოძრავი მეთაურები მოპირდაპირე გორაზე გამაგრებულმა სნაიპერმა შეხვედრისთანავე "მოკლა". ამის შემდეგ კი ორივე გუნდის მოთამაშეები პოზიციებზე გამაგრდნენ და მივხვდი, ყველაფერმა მართლაც სერიოზული სახე მიიღო. აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი, ჩემ გვედრით ჩასაფრებულ "მეომარს" პლასტმასის ტყვია მოხვდა და თავისი იარაღი მე გადმომილოცა, - თუ თამაში არ იგრძენი, ისე ვერაფერს დაწერო, - წამჩურჩულა და გამეცალა.

თამაშის დაწყებისთანავე თითქოს გარე სამყაროს გამოვეთიშე და მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა, - გამარჯვება. გამიჩნდა შეგრძნება, თითქოს ყველა მოთამაშე ჩამსავით ფიქრობდა. აქ ყველას თანაგუნდელის იმედი ჰქონდა, შეტევაზე ნელ-ნელა, ერთმანეთისგან 2-3 მეტრით დაშორებულები მიიწევდნენ. გორაკის გარშემო გამაგრებული თანაგუნდელები თვალით გადავამოწმე, "მეომრებს" უკან ავედევნე და ვეცადე, არ ჩამოვრჩენოდი. წინ მიმავალ თანაგუნდელს არ ვიცნობდი, მაგრამ შინაურივით ვენდე, როცა მითხრა, ადგილზე უნდა დავრჩენილიყავი, სანამ არემარეს მოათვალიერებდა. სულ მალე ჩვენ უკან მყოფმა თანამებრძოლმა გვანიშნა: თქვენგან მარჯვნივ 3 მოწინააღმდეგეაო და სროლაც დაიწყო.

შეუძლებელია, სიტყვებით ახსნა, თუ რას გრძნობ თამაშის დროს. ადრენალინის მოზღვავებისგან ხელ-ფეხის დამორჩილება გიჭირს და სამიზნესაც გაჭირვებით ასწორებ, უმისამართოდ ისვრი და მერე გეშინია, თანამებრძოლი არ "შემოგაკვდეს", მტრისგან თავისუფალ ტერიტორიაზე ქურდულად გარბიხარ და მათი სიმაგრეების სიახლოვეს საფრდები.

პირველი ტყვიის გემო მალევე ვიგრძენი და ვინაიდან თამაშის სცენარის მიხედვით "მკვდარს" გაცოცხლება აღარ შეეძლო, "რესპისკენ", სადაც მკვდრები გროვდებოდნენ, აწეული იარაღითა და შეძახილით, - მკვდარი ვარ! - გავემართე. იქ კი აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბედი არაერთ მოთამაშეს გაეზიარებინა და მეც მათ გვერდით დავჯექი. ტყიდან სროლის ხმა კიდევ 20 წუთის განმავლობაში ისმოდა. მალე რამდენიმე პარტიზანი ხელებგაკოჭილ სნაიპერთან ერთად გამოვიდა ტყიდან, სნაიპერს მოდარაჯე მიუჩინეს, თავად კი ისევ შეტევაზე გადავიდნენ და რამდენიმე წუთში ნარკოკარტელის აღარც ერთი წევრი აღარ დატოვეს ცოცხალი.

"რესპზე" თანდათან გვემატებოდნენ "მკვდრები" - ჩვენ მოვიგეთ! რამდენიმე წუთში ახალი თამაშისთვის დაიწყო მზადება, ოღონდ განსხვავებული სცენარით და ისევ სასროლეთისკენ გავეშურე.

დღის ბოლოს კი, როცა "ნაფრონტალი" წყნარად დავჯექი და თბილისისკენ წამოსასვლელად გავემზადე, აღმოვაჩინე, რომ აირსოფტი ყველაზე კარგი განტვირთვის საშუალებაა. უარყოფითი ემოციისგან დაცლილი, დაღლილი, მაგრამ ნასიამოვნები სახლში რომ მივედი, მივხვდი, კიდევ მინდოდა, მეთამაშა. ალბათ, ჩემი სიტყვები ბევრისათვის გაუგებარია, მაგრამ იმისათვის, რომ სხვისი დაიჯერო, უნდა გადაამოწმო.

რედაქტორის მინაწერი: სტატია მომეწონა და დავდებ კიდეც საიტზე, მაგრამ მე სწორედ კარსანში ვცხოვრობ, სადაც მხოლოდ ხუთი სახლი დგას და არც ერთი მათგანი არაგვაქვს მიტოვებული, ეტყობა,ძალიან "შეიჭრა როლში" ჩვენი ახალგაზრდა ჟურნალისტი.

მიტოვებული მხოლოდ ტუერკულოზით დაავადებულთა ის საავადმყოფოა, სადაც "შტაბი" და "რესპი" ჰქონდათ მოწყობილი.

და კიდევ: ჩვენი, ანუ კარსანის მცირერიცხოვანი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, თუკი ჩვენსტყეში კიდევ ვნახავთ ხის დამტვრეულ ტოტებს, სხვაგან მოგიწევთ თამაში.