"საქართველოსთვის აშშ-ს გზავნილის მთავარი პათოსი ასეთია: აშშ-ს ადმინისტრაცია არ მოითმენს საქართველოს პრორუსულ კურსს" - კვირის პალიტრა

"საქართველოსთვის აშშ-ს გზავნილის მთავარი პათოსი ასეთია: აშშ-ს ადმინისტრაცია არ მოითმენს საქართველოს პრორუსულ კურსს"

აშშ-ს პრეზიდენტისა და მისი თანაგუნდელების ინიციატივით მიმდინარე მოლაპარაკებებზე მოსკოვთან და კიევთან უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების სავარაუდო სცენარებზე, ამ ომის „რუსული სცენარით“ დასრულებაზე სავარაუდოდ, რით დასრულდება უკრაინის საკითხზე აშშ-სა და ევროპის განსხვავებული პოზიციები, იმაზე, თუ რა გზავნილები ჩამოუტანა ვაშინგტონიდან „ქართულ ოცნებას“ ელჩმა დანიგანმა, ასევე სხვა აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.

- გასულ კვირას ვაშინგტონიდან დაბრუნებული აშშ-ს ელჩი დანიგანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

ამ შეხვედრის მიზნებზე და იმაზე, სავარაუდოდ, თუ რა გზავნილები ჩამოიტანა ელჩმა დანიგანმა „ქართული ოცნებისთვის“, ბევრი, მათ შორის ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გამოითქმის.

საპარლამენტო არჩევნებამდე გვახსოვს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობდა რომ არჩევნების შემდეგ პირველივე დღეებში შეხვდებოდა საქართველოში აშშ-ს ელჩს. ასეთი შეხვედრა დღემდე არ გამართულა, მაგრამ, დანიგანი-ბოჭორიშვილის შეხვედრა რომ შედგა ფაქტია და ეს შეხვედრა მთლად რიგითი შეხვედრა არ იქნებოდა, ცხადია.

სავარაუდოდ, რა გზავნილები ჩამოუტანა საქართველოში აშშ-ს ელჩმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას?

- დავიწყებ იმით, რომ ეს დანიგანი-ბოჭორიშვილის შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი პოლიტიკური მოცემულობაც არის ამერიკელების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში აქტივობის თვალსაზრისით. ასეა იმიტომ რომ მანამდე ყოველგვარი ასეთ პოლიტიკური კომუნიკაციას აშშ-თან ადრე მოკლებულები ვიყავით.

ბოლო ოთხი თვის მანძილზე ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდეც კი ცდილობდა პირადი კომუნიკაციებით ტრამპის გარემოცვასთან სიტუაციის, მათ შორის ყბადაღებული ორბანის საშუალებით სიტუაციის გარკვევას. ერთი თვის წინ ორბანმა, აშშ-ში ყოფნისას და ამერიკულ ელიტასთან ურთიერთობაში პირდაპირ ღიად თქვა - „ქართველებს რუსებთან უნდათ ყოფნა და რატომ ვუკრძალავთო?“

დანიგანი-ბოჭორიშვილის შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი პოლიტიკური მოცემულობაც არის ამერიკელების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში აქტივობის თვალსაზრისით. ასეა იმიტომ რომ მანამდე ყოველგვარი ასეთ პოლიტიკური კომუნიკაციას აშშ-თან ადრე მოკლებულები ვიყავითამის გარდა, ივანიშვილი ტრამპის გარემოცვასთან კომუნიკაციას ცდილობდა ტრამპის სიძის, კუშნირების სანათესავოს საშუალებით. როგორც ჩანს, ამ წრეებთან ივანიშვილმა შეძლო გარკვეული საკომუნიკაციო საშუალებების მოპოვება. მაგრამ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გაიწელა ძირითადად იმის გამო რომ საქართველოსთან, სამხრეთ კავკასიასთან და პოსტსაბჭოთა სივრცესთან ტრამპის გარემოცვაში იყო აპარატული ბრძოლა იმაზე, თუ ვინ ჩაუდგებოდა სათავეში ამ სივრცეებს კურატორად.

ამბობენ, ორბანს რომ ევროპაში გარკვეული ფუნქცია ჰქონოდა, იგი უმიზნებდა ნატო-ს გენმდივნის თანამდებობას. ეს მას უთხოვია ტრამპისთვის. მაგრამ, გავლენიანი სენატორების ჯგუფის აქტივობის შედეგად მისი როლი და ფუნქცია მთლიანად ნულამდეა დასული.

ვეჭვობ რომ მან ხელახლა შეძლოს რაიმე სერიოზული როლის თამაში. რაც შეეხება კუშნირებს, რუბიოს გარშემო შეკრებილმა სენატორებმა, ვინც დღეს მართავს სიტუაციას, ისინიც ჩამოაშორეს საქმე და საქართველოსთან კომუნიკაცია დღეს ამ ჯგუფის ხელშია.

ამგვარ ვარაუდებს მე მანამდეც გამოვთქვამდი, მაგრამ, ის რომ ვაშინგტონისთვის ივანიშვილის შეთვლებზე ოფიციალურმა თბილისმა პასუხი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გავლით მიიღო, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან, სამხრეთ კავკასიასთან და პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებაში აშშ-ს მხრიდან მთავარი კომუნიკატორი მარკო რუბიო და მის გარშემო ჩამოყალიბებული სენატორების ჯგუფი იქნება, რომლებიც ყველაზე ანტირუსული, მე ვიტყოდი რუსოფობულადაც კი განწყობილ აშშ პოლიტიკურ ნაწილს წარმოადგენენ. გააგრძელეთ კითხვა