"6 თვით შე­მი­ჩე­რა ხელ­ფა­სი ნუკრი ქანთარიამ" - რას წერს ბა­თუ­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი მეგი კო­ბა­ლა­ძე? - კვირის პალიტრა

"6 თვით შე­მი­ჩე­რა ხელ­ფა­სი ნუკრი ქანთარიამ" - რას წერს ბა­თუ­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი მეგი კო­ბა­ლა­ძე?

ბა­თუ­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი მეგი კო­ბა­ლა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, რომ თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ 6 თვით შე­უ­ჩე­რა ხელ­ფა­სი. მეგი კო­ბა­ლა­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ასე­ვე ბრძა­ნე­ბა ხელ­ფა­სის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

"6 თვით შე­მი­ჩე­რა ხელ­ფა­სი. გან­მარ­ტე­ბა­ში წერს, რომ გახ­სნის­თა­ნა­ვე არ წარ­ვად­გი­ნე ბი­უ­ლე­ტე­ნი, ბა­ტო­ნო ნუკ­რი, ჩემო საყ­ვა­რე­ლოო, სა­ნამ არ და­ი­ხუ­რე­ბა ბი­უ­ლე­ტე­ნი არ გაძ­ლე­ვენ. ხომ დავ­ხუ­რე 13 მარტს და მო­გარ­თვი? ამით კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებ თუ რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნა ვარ მე შენ­თვის :))) ასეც ვი­ცო­დი" - წერს კო­ბა­ლა­ძე.