რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა - კვირის პალიტრა

რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა

რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა. მოქალაქეებმა, რომლებიც უკვე 3 თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 111-ე დღეა იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან სეუ-ს სტუდენტური მოძრაობა მეორე დღეა 24-საათიან უწყვეტ პროტესტს მართავს.

სტუდენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, 24 საათიანი პროტესტის შესახებ, რომელიც მათი თქმით , გაგრძელდება , ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება.

“ჩვენ ვართ სეუ-ს სტუდენტური მოძრაობა, რომლებიც ვითხოვთ “ქართული ოცნების” გადადგომას, არანაირ ახალ არჩევნებს . “ქართული ოცნების” გადადგომა ავტომატურად ნიშნავს ახალ არჩევნებს.

ჩვენი გეგმაა, 24 - საათიანი პროტესტში ყოფნა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება და გავხდებით იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე რუსთაველის გამზირს უნახავს”, - განაცხადა სეუ-ს სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთმა სტუდენტმა, ლერი დარჯანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

TOP.GE