"პალიტრა მედიას" განცხადება ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით - კვირის პალიტრა

"პალიტრა მედიას" განცხადება ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

"პალიტრა მედიას" განცხადება ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

2012 წლის 11 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით ტელეკომპანია "მაესტროს" სატელიტური ანტენები დააყადაღა, რის მოტივადაც ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება დასახელდა.

"პალიტრა მედია" მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ბრალდება, განსაკუთრებით მედიასაშუალებების მიმართ, მაქსიმალურად დასაბუთებული, გამოძიება კი გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა საზოგადოებას არ ჰქონდეს უპასუხო კითხვები და არ გაჩნდეს ეჭვი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავონ მსგავსი რადიკალური ღონისძიებებისგან და მისცენ ტელეკომპანია "მაესტროს" მაუწყებლობის და განვითარების შეუზღუდავი შესაძლებლობა.