"ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ..." - თეთრი სახლი პრეზიდენტების სატელეფონო საუბარზე ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ..." - თეთრი სახლი პრეზიდენტების სატელეფონო საუბარზე ინფორმაციას ავრცელებს

თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შინაარსზე განცხადებას ავრცელებს.

თეთრი სახლის განცხადება ამერიკული ტელეარხი CNN-ი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ომი უკრაინაში “ხანგრძლივი მშვიდობის უნდა დასრულდეს”.

ასევე ორი ლიდერი შეთანხმდნენ “ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე” ცეცხლის შეწყვეტაზე დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები.

განცხადების თანახმად, ტრამპი და პუტინი “შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ისევე როგორც შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაციაზე ტექნიკური მოლაპარაკებებით, სრული ცეცხლის შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით”.

თეთრი სახლის თანახმად, ამ პუნქტებზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში.

“ორივე ლიდერი შეთანხმდნენ, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ეს მოიცავს ძალიან დიდ ეკონომიკურ გარიგებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას მას შემდეგ, რაც მშვიდობა მიიღწევა”, - ნათქვამია განცხადებაში.