გლდანში მკვლელობა მოხდა
თბილისში, გლდანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია მამაკაცი. შემთხვევა დილით საცხოვრებელ სახლში მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"