"ძალიან მძიმედ მივიღე ეს ამბავი! დათრგუნული ვარ" - რას აცხადებს მაია ასათიანი? - კვირის პალიტრა

"ძალიან მძიმედ მივიღე ეს ამბავი! დათრგუნული ვარ" - რას აცხადებს მაია ასათიანი?

ჟურნალისტი მაია ასათიანი "ნანუკას ფონდის" დაყადაღებას ეხმაურება:

"სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დათრგუნული ვარ. დაახლოებით ასეთი განცდა აქვს საზოგადოების უმეტეს ნაწილსაც ბოლო პერიოდში. ხალხი ერთმანეთს რომ ხვდება, ტრადიციულ კითხვაზე: "როგორ ხარ?" - პასუხი არ აქვთ, იმიტომ რომ ყველა ხვდება, რომ ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. "ქართულმა ოცნებამ" პირდაპირი ტერორი დაიწყო.

ძალიან მძიმედ მივიღე ნანუკას ამბავი და მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა, ჩხრეკის შემდეგ ნანუკა დააპატიმრონ და მეორე ჟურნალისტი გახდეს, ვინც გისოსებს მიღმა აღმოჩნდება" - ამის შესახებ მაია ასათიანმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა.