"რთულია, შეცვალო გურამ კაშია" - "კიტეს" ახდენილი ოცნება" - რას ამბობს კი­ტე­იშ­ვი­ლი სომხეთთან მატჩამდე? - კვირის პალიტრა

"რთულია, შეცვალო გურამ კაშია" - "კიტეს" ახდენილი ოცნება" - რას ამბობს კი­ტე­იშ­ვი­ლი სომხეთთან მატჩამდე?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი სომ­ხეთ­ში უკვე გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც "ერთა ლი­გის" B დი­ვი­ზი­ო­ნის მო­მა­ვა­ლი მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბე­ბის ორრა­უნ­დი­ან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­ირ­კვე­ვა. პირ­ვე­ლი მატ­ჩი ერე­ვან­შია, ვაზ­გენ სარ­ქი­სი­ა­ნის რეს­პუბ­ლი­კურ სტა­დი­ონ­ზე (14 403), 20 მარტს, 21:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. სა­პა­სუ­ხო მატ­ჩი კი 23 მარტს თბი­ლის­ში, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" გა­ი­მარ­თე­ბა.

ვილი სა­ნი­ო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სომ­ხეთ­თან ორრა­უნ­დი­ა­ნი პლეი ოფის პირ­ველ მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი კი­ტე­იშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან გუ­რამ კა­შია დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.სომ­ხე­თის ნაკ­რებ­თან ერთა ლი­გის პლეი-ოფის პირ­ვე­ლი მატ­ჩის წინ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კო­მენ­ტა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის ნა­ხე­ვარმცველ­მა ოთარ კი­ტე­იშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა:

"სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნო­ბა მარ­თლაც ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბაა, ჩემს კა­რი­ე­რა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­მენ­ტია. რთუ­ლია, ისე­თი კა­პი­ტა­ნი შეც­ვა­ლო, რო­გო­რიც კა­ში­აა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ტო­ქე გუნ­დი თავს კარ­გად და­ი­ცავს და სწრა­ფი კონ­ტრშე­ტე­ვე­ბი ექ­ნე­ბათ. ზუს­ტად არ ვი­ცით, რო­გორ ითა­მა­შე­ბენ, იქ­ნებ მა­ღა­ლი პრე­სინ­გიც შე­მოგ­ვთა­ვა­ზონ. პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თა­მაშ­ზე უნდა ვკონ­ცენ­ტრირ­დეთ.

კა­პიტ­ნო­ბა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვია. ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი ყვე­ლას გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გვიყ­ვარს, ამ გუნ­დი­სა და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის კა­პიტ­ნო­ბა ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რი გრძნო­ბაა. მად­ლო­ბა მთა­ვარ მწვრთნელს ნდო­ბის­თვის და იმე­დია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­მა­ში გა­მოგ­ვი­ვა". წაიკითხეთ ვრცლად