"ის ახა­ლი თა­ო­ბის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ ფეხ­ბურ­თე­ლად მი­იჩ­ნე­ვა" - ფეხბურთელი მამა და თამაში აფეთქებების საფრთხის ქვეშ - რა არის ცნობილი ეროვნული ნაკრების დებიუტანტ ლუკა ლაცაბიძეზე? - კვირის პალიტრა

"ის ახა­ლი თა­ო­ბის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ ფეხ­ბურ­თე­ლად მი­იჩ­ნე­ვა" - ფეხბურთელი მამა და თამაში აფეთქებების საფრთხის ქვეშ - რა არის ცნობილი ეროვნული ნაკრების დებიუტანტ ლუკა ლაცაბიძეზე?

ერთა ლი­გის" B დი­ვი­ზი­ო­ნის მო­მა­ვა­ლი მო­ნა­წი­ლის გა­სარ­კვე­ვად სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბე­ბის პირ­ვე­ლი მატ­ჩი ერე­ვან­ში, ვაზ­გენ სარ­ქი­სი­ა­ნის რეს­პუბ­ლი­კურ სტა­დი­ონ­ზე (14 403), დღეს გა­ი­მარ­თე­ბა. სა­პა­სუ­ხო მატ­ჩი კი 23 მარტს თბი­ლის­ში, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" ჩა­ტარ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ერე­ვან­ში გუ­შინ ჩაფ­რინ­და და სტა­დი­ონ­ზე ივარ­ჯი­შა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ვილი სა­ნი­ოლ­მა სომ­ხეთ­თან წლის პირ­ვე­ლი მატ­ჩე­ბის­თვის პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ძა­ხა ოდე­სის "ჩერ­ნო­მო­რე­ცი­სა“ და სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი ლუკა ლა­ცა­ბი­ძე.

screenshot-2025-03-20-124335-1742460531.png

მიდი გა­მო­ძა­ხე­ბის ერთი-ერთი მი­ზე­ზი ისაა, რომ ერთა ლი­გის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი ბა­რა­თე­ბის გამო სომ­ხეთ­თან, ერე­ვან­ში გა­სა­მართ შეხ­ვედ­რას ცენ­ტრა­ლუ­რი მცვე­ლი გუ­რამ კა­შია გა­მო­ტო­ვებს, ხოლო გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი­სა და საბა კვირ­კვე­ლი­ას გა­მო­ძა­ხე­ბის­გან მწვრთნელ­მა ამ ეტაპ­ზე თავი შე­ი­კა­ვა.

screenshot-2025-03-20-124429-1742460531.png

რა არის ლუკა ლა­ცა­ბი­ძე­ზე ცნო­ბი­ლი?

ჩვე­ნი დე­ბი­უ­ტან­ტი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის შე­და­რე­ბით უც­ნო­ბი მო­თა­მა­შეა, არა­და, ის ახა­ლი თა­ო­ბის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ ფეხ­ბურ­თე­ლად მი­იჩ­ნე­ვა. მა­ღა­ლი (193 სმ) მცვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და - მამა, ზაზა ლა­ცა­ბი­ძე ასე­ვე ცენ­ტრა­ლუ­რი მცვე­ლი იყო და ხა­შუ­რის "ივე­რი­ა­სა“ და თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტივ­ში“ თა­მა­შობ­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი პო­ლო­ნურ კლუბ­შიც იყო და სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებ­ში რამ­დე­ნი­მე ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გააგრძელეთ კითხვა