"დღეს მატ­ჩის დროს რუს­თა­ველ­ზე ვიდ­გე­ბი, მათი მო­მავ­ლის და­სა­ცა­ვად"- რას წერს კახა კინწურაშვილი საქართველო-სომხეთის მატჩის დაწყებამდე? - კვირის პალიტრა

"დღეს მატ­ჩის დროს რუს­თა­ველ­ზე ვიდ­გე­ბი, მათი მო­მავ­ლის და­სა­ცა­ვად"- რას წერს კახა კინწურაშვილი საქართველო-სომხეთის მატჩის დაწყებამდე?

ერე­ვან­ში დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი სომ­ხეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. ჩვე­ნი გუნ­დის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში ასო­ბით ქარ­თვე­ლი გა­ემ­გზავ­რა.

"ჯვა­როს­ნე­ბი" ერე­ვან­ში გუ­შინ გა­ემ­გზავრნენ, სა­დაც "ერთა ლი­გის" B დი­ვი­ზი­ო­ნის მო­მა­ვა­ლი მო­ნა­წი­ლის გა­სარ­კვე­ვად სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბე­ბის პირ­ვე­ლი მატ­ჩი გა­ი­მარ­თე­ბა. თა­მა­ში 21:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

მსა­ხი­ო­ბი კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი წერს, რომ მის­მა 10 წლის შვილ­მა მე­გობ­რე­ბი სახ­ლში და­პა­ტი­ჟა ნაკ­რე­ბის მატ­ჩის სა­ნა­ხა­ვად, ხოლო თვი­თონ მსა­ხი­ო­ბი აპი­რებს, რომ რუს­თა­ველ­ზე იყოს."ჩემი 10 წლის შვი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე. დღეს სახ­ლში და­პა­ტი­ჟა მე­გობ­რე­ბი მატ­ჩის სა­ყუ­რებ­ლად. რა თქმა უნდა დავ­თან­ხმდი!

დაე სა­ქარ­თვე­ლოს აფ­რი­ა­ლე­ბულ­მა დრო­შამ და ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბამ გა­ა­ხა­როს ჩემი შვი­ლი და მისი მე­გობ­რე­ბი!

მე კი, დღეს მატ­ჩის დროს რუს­თა­ველ­ზე ვიდ­გე­ბი, მათი მო­მავ­ლის და­სა­ცა­ვად", - წერს კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი.

ნა­ხეთ ასე­ვე: