"შენ მოგიკვდეს ბებო, რა ვქნა, როგორი მწარე ხარ, ბებო" - დაიღუპა III კლასის მოსწავლე - თბილისის N147-ე სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
გარდაიცვალა თბილისის N147 სკოლის III კლასის მოსწავლე ნიცა ჟორჟოლიანი. სამწუხარო ინფორმაცია სკოლის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"სსიპ ქალაქ თბილისის N147 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლე -ნიცა ჟორჟოლიანი.
ნიცა იყო სიცოცხლით სავსე, მეგობრული, თბილი და შემოქმედებითი მოსწავლე. სიტყვები უძლურია მწუხარების გამოსახატად. თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებს..." - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ბავშვი მოულოდნელად ცუდად გახდა და დაიღუპა.
"აუზზე ყოფილა და იქ გამხდარა ცუდად. სასწრაფომ გადაიყვანა. ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ მაინც ვერ გადაარჩინესო..."
"ნიცა, უსაყვარლესი! შოკში ვართ! სიტყვები უძლურია! ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა, მის უმანკო სულს! ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, სკოლას! გამძლეობა მშობლებს!"
"შენ მოგიკვდეს ბებო შვილო რიგორ გამოაკლდი შენს მეგობრებს. რა ვქნა და რა ვქნაროგორი მწარე ხარ ბებოო", - წერს კომენტარში ბავშვის ბებია.