როგორ ეხმაურებიან სომხები საქართველოს გამარჯვებას? - კვირის პალიტრა

როგორ ეხმაურებიან სომხები საქართველოს გამარჯვებას?

ქარ­თულ და სომ­ხურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არ წყდე­ბა გუ­შინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩის გან­ხილ­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ერთა ლი­გის B დი­ვი­ზი­ონ­ში ად­გი­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად პირ­ველ მატჩში სა­ქარ­თვე­ლომ სომ­ხეთს სტუმ­რად 0:3 სძლია.

მატ­ჩის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი სომ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მწვრთნელ­მა ჯონ ვან ტ'სხიპ­მა გა­ა­კე­თა:

"შე­დე­გი თა­მა­შის შე­სა­ბა­მი­სია და ასა­ხავს იმ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­მე­ლიც ამ ორ გუნდს შო­რის არ­სე­ბობს. ძი­რი­თა­დი გან­სხვა­ვე­ბა ისაა, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე უფრო მო­წი­ფუ­ლია. სა­მი­ვე გაშ­ვე­ბუ­ლი გო­ლი­სას დაც­ვა­ში შეც­დო­მე­ბი და­ვუშ­ვით. ეს იმ მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხავს, რო­მელ­შიც ამ­ჟა­მად ჩვე­ნი გუნ­დი იმ­ყო­ფე­ბა. მთა­ვა­რია, ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა მუ­შა­ო­ბა გა­აგ­რძე­ლონ და ეცა­დონ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის დო­ნეს მი­აღ­წი­ონ.

გვქონ­და და­დე­ბი­თი მო­მენ­ტე­ბი, მაგ­რამ რო­დე­საც ასეთ ძლი­ერ მე­ტო­ქეს­თან ასეთ შეც­დო­მებს უშ­ვებ, ძნე­ლია სხვა შე­დე­გის იმე­დი გქონ­დეს. ჯერ ცვლი­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, ყვე­ლაფ­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბაა სა­ჭი­რო. შე­საძ­ლოა, თბი­ლის­ში შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო. ამა­ზე ამ დღე­ებ­ში ვი­ფიქ­რებთ.

ამ გუნდს ისეთ გა­მოც­დილ და მა­ღა­ლი დო­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­სა­წე­ვად, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­ნის მიღ­წე­ვა და გაზ­რდა სჭირ­დე­ბა. გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა მოთ­მი­ნე­ბა და იმე­დი უნდა იქო­ნი­ონ, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბურ­თის და­კარ­გვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ვამ­ცი­როთ და ისე­თი კად­რე­ბი შე­ვარ­ჩი­ოთ, რომ­ლებ­თა­ნაც მო­მა­ვალ­ში ვი­მუ­შა­ვებთ".

გთა­ვა­ზობთ სო­მე­ხი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტარს:

"ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს, ისი­ნი აშ­კა­რად ძლი­ე­რე­ბი იყ­ვნენ და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად გა­ი­მარ­ჯვეს"."არა მხო­ლოდ ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა, გულ­შე­მატ­კივ­რებ­მაც კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი ჩაგ­ვი­ტა­რეს, ყო­ჩაღ, ძმე­ბო!""ჩვენ ძმე­ბი ვართ, ვუ­ლო­ცავ ქარ­თვე­ლებს!""სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლიო დო­ნის ნაკ­რე­ბი ჰყავს. ყო­ჩაღ, ცავა ტა­ნემ"."სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბაც არის. ძმე­ბი ვართ და ჩვენს შო­რის ძლი­ერ­მა გა­ი­მარ­ჯვა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ზუს­ტად ისე ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით, რო­გორც სომ­ხე­თი ნაკ­რებს ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რებთ მო­მა­ვალ­ში". წაიკითხეთ ვრცლად