გარდაიცვალა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ჯაშუში - კვირის პალიტრა

გარდაიცვალა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ჯაშუში

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში, 87 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ოლეგ გორ­დი­ევ­სკი, რო­მე­ლიც მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ჯა­შუ­შად მი­იჩ­ნე­ვა.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

1970-იან და 1980-იან წლებ­ში გორ­დი­ევ­სკი15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კე-გე-ბე ში კუ­რი­რებ­და დიდ ბრი­ტა­ნე­თი­სა და სკან­დი­ნა­ვი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბას.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში რე­ზი­დენ­ტად ჩას­ვლის შემ­დეგ, მან მა­ლე­ვე და­ი­წყო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ბრი­ტა­ნულ MI6-თან, ფსევ­დო­ნი­მით OVATION.

ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 11 წელი გაგ­რძელ­და მა­ნამ, ვიდ­რე მოს­კო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ეჭვი არ შე­ე­პა­რა და 1985 წელს ის რუ­სეთ­ში არ და­აბ­რუ­ნეს, მაგ­რამ იმა­ვე წლის ზა­ფხულ­ში ბრი­ტა­ნე­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს ფა­რუ­ლი ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და გორ­დი­ევ­სკის დაბ­რუ­ნე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­დაც ის გა­ნაგ­რძობ­და და­სავ­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის­თვის კონ­სულ­ტა­ცი­ას.

სსრკ-ში პოლ­კოვ­ნიკ გორ­დი­ევ­სკის და­უს­წრებ­ლად მი­ე­სა­ჯა სიკ­ვდი­ლი, ხოლო თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სეთ­ში იგი მო­ღა­ლა­ტედ გა­მო­ა­ცხა­დეს ბრი­ტა­ნე­ლე­ბის­თვის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მის გამო.

ყო­ფი­ლი კო­ლე­გე­ბი მას "სა­ზი­ზღარ პერ­სო­ნა­ჟად“ და "ნი­ჭი­ერ ნა­ძი­რა­ლად“ მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

და­სავ­ლეთ­ში კი მას სულ სხვა­ნა­ი­რად აფა­სებ­დნენ. მას მი­ე­წე­რე­ბა, ცივი ომის კურ­სის შეც­ვლა იმით, რომ აუხ­სნა და­სავ­ლეთს, რას ფიქ­რობ­და სსრკ სი­ნამ­დვი­ლე­ში და რო­გორ უნდა ეკონ­ტაქ­ტათ საბ­ჭო­თა რე­ჟიმ­თან.

2007 წელს დიდი ბრი­ტა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის, ოლეგ გორ­დი­ევ­სკი და­ჯილ­დოვ­და წმინ­და­ნე­ბის მი­ხე­ი­ლი­სა და გი­ორ­გის ორ­დე­ნით - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ერთ-ერთი უმაღ­ლე­სი ჯილ­დო­თი.