"ერთი დანახვით მივხვდი, რამხელა პრობლემა ჰქონდა, გარდა გარეგნულის, თუნდაც ის, რომ პირს ვერ გააღებდა..." - რას წერს მედეა იობაშვილი 16 წლის მარიამ კოხრეიძის ოპერაციაზე
მთელი საქართველო 16 წლის მარიამ კოხრეიძეს გულშემატკივრობდა, რომელსაც თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. გოგონა ქუთაისელმა ფოტოგრაფმა დანტესმა იგივე დავით ოქროპილაშვილმა აღმოაჩინა.
მარიამი ხუთშვილიან ოჯახში ცხოვრობს. მისი პრობლემები 6 წლიდან დაიწყო, როდესაც ყბის განვითარება შეფერხდა. ბოლო წლებში პრობლემა კიდევ უფრო გართულდა და გოგონას საკვების მიღება უჭირდა.
დანტესი იყო ის ადამიანი, რომელმაც მარიამის პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართულობა ითხოვა. რის შემდეგაც მას თურქეთში მცხოვრები ქართველი მედ გიდი სტამბოლის წარმომადგენელი მედეა იობაშვილი გამოეხმაურა და საერთო ძალებითა და ხალხის ფინანსური დახმარებით შეძლეს, რომ გოგონას ოცნება აუხდა და 20 მარტს მარიამი მეორედ დაიბადა. ოპერაცია პროფესორმა დოქტორმა ალთან ვაროლმა უსასყიდლოდ გააკეთა.
მარიამს ორი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. გოგონას ყბა გაუხსნეს და პროთეზები გაუკეთეს. ცნობილია ისიც, რომ ექიმმა ჰონორარზე უარი თქვა.ახლა გოგონა კლინიკაშია, სადაც რამდენიმე დღეს გაატარებს. ოქროპილაშვილის თქმით, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე იქნება ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. ამისთვის კი სტამბოლში სასტუმრო უკვე დაქირავებულია.
მედ გიდი სტამბოლის წარმომადგენელი მედეა იობაშვილი ოპერაციის შემდგომ აქტიურად გვიზიარებდა ინფორმაციას გოგონას მდგომარეობაზე. მან ვრცელი პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც წერს:
"5 იანვარი იყო, რომ სულ შემთხვევით ვნახე მარიამის ვიდეო, სადაც საახალწლო სურვილები იყო წიგნები. ბოლომდე ვერც ვუყურე. ერთი დანახვით მივხვდი რამხელა პრობლემა ჰქონდა, გარდა გარეგნულის. თუნდაც ის რომ პირს ვერ გააღებდა. ნეტა ასეთ გაჭირვებაში როგორ ჭამს? და უამრავი კითხვა დატრიალდა ჩემს თავში, ვცდილობდი გონებაში გამეცოცხლებინა მისი ყოველდღიური ცხოვრება. გავიდა რამდენიმე საათი და არ ამომდის ეს ბავშვი გონებიდან, მარიამის ფოტოს სქრინები გავუგზავნე ბატონ ალთანს კითხვით:15 წლის ასაკში თუ შეიძლება გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში თქო. პასუხი: კი შეიძლება, მეტი ფოტო არ გაქვს? გააგრძელეთ კითხვა