კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს თბი­ლი­სე­ლი გე­ნე­რა­ლი 70 წლის შაქ­რო კა­ლა­შო­ვი ერთი წლის წინ, რუ­სე­თის ცი­ხი­დან პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მან კო­ლო­ნია IK-2, რო­მე­ლიც კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, უშტ-ლა­ბინ­სკის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დვუბ­რატ­სკი­ში მდე­ბა­რე­ობს, და­ტო­ვა და ცოლ­თან 44 წლის მა­რი­ნა გოლდბერგთან გა­ემ­გზავ­რა. მა­რი­ნა გოლდბერ­გი იდუ­მა­ლი პი­როვ­ნე­ბაა. მი­იჩ­ნე­ვა, რომ ის და­ი­ბა­და აფ­შე­რონ­სკში, შემ­დეგ გა­და­ვი­და ხან­ტი-მან­სი­ის ავ­ტო­ნო­მი­ურ ქა­ლაქ კო­გა­ლიმ­ში. 2003 წელს კი მა­რი­ნა გოლდბერ­გი ნავ­თო­ბის ქა­ლა­ქი­დან მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და. მა­რი­ნა გოლ­ბერ­გის სა­ხე­ლი 2012 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი, როცა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის წევ­რე­ბის ახა­ლი სია, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად, "საძ­მო წრის" კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა ცნო­ბილ კრი­მი­ნალ შაქ­რო კა­ლა­შოვს. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ლა­შო­ვის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვილს, რო­მელ­მაც მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის (МГИМО) კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია, ახლა ბრი­ტა­ნეთ­ში გლა­მუ­რუ­ლი ბლო­გე­რია. ის თავს მა­რია კა­ლა­შიკს უწო­დებს. მას 16 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს "ინ­სტაგ­რამ­ზე" და 100 ათა­სი - ტიკ-ტოკ­ში. გლა­მუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა და მდიდ­რუ­ლი გა­ტა­ცე­ბე­ბი მა­რია კა­ლა­ში­კი აშუ­ქებს ლონ­დო­ნურ ცხოვ­რე­ბას, და­დის ძვი­რა­დღი­რე­ბულ რეს­ტორ­ნებ­ში, ამა­ყობს Harrods-ის მო­დუ­რი მა­ღა­ზი­ი­დან შე­ძე­ნი­ლი ნივ­თე­ბით, ხში­რად იც­ვლის იმიჯს. მისი სი­სუს­ტეა Hermes-ისა და Chanel-ის ჩან­თე­ბი. გააგრძელეთ კითხვა